2016 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს

© В. Наверианиსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან რეგიონებში, ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება იყო ახალი ხელისუფლების დაპირება, რაც შესრულდა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.

„ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათების ამოქმედების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გაიზრდება ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა,"-განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ შეიძლება 2016 წლიდან ამოქმედდეს

 მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

 რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, ასეთებად ჩაითვლებიან ისინი, რომლებიც წელიწადში მინიმუმ ცხრა თვე ადგილზე ცხოვრობენ და შესაბამისი რეგისტრაცია აქვთ.

 მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე — ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება, — ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.

 მთავრობა აპირებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზრაურის, ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის — სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის — სახელმწიფო პენსიის ოდენობით.

კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შედის.


ყველა ახალი ამბავი
0