თურქეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია ამ დღეებში დასრულდება

© photo: Sputnik / Besik Pipiaსამცხე-ჯავახეთის გზა
სამცხე-ჯავახეთის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ღირებულება 1.3 მლნ ლარს (524.3 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ხაშური–ახალციხე–ვალეს (საქართველო–თურქეთის საზღვარი) რეაბილიტაცია ამ დღეებში დასრულდება, — იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
საქართველოში 800 კმ საავტომობილო გზა შეკეთდა

პროექტის ფარგლებში გზა მოასფალტდება, უკვე დასრულებულია სხვა ადგილობრივ გზებთან მიერთების სამუშაოები, დადგმულია ბეტონის პარაპეტები და საგზაო ნიშნები. 

პროექტის ღირებულება 1.3 მლნ ლარს (524.3 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს. 

ბორჯომის ხეობაზე გამავალი გზა საქართველოს თურქეთთან აკავშირებს. ამ გზით ხორციელდება საერთაშორისო და ტრანზიტული გადაზიდვები, შესაბამისად, ეს ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. 

ყველა ახალი ამბავი
0