თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამი წლის განმავლობაში საქართველოში 800 კმ საავტომობილო გზა შეკეთდა, — ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშში 2013–2015 წლებში ჩატარებული სამუშაოების თაობაზე.
აქედან, რეაბილიტირებულია საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზის 180 კმ, შიდასახელმწიფო დანიშნულების გზის — 515 კმ და ადგილობრივი დანიშნულების — 105 კმ.
საანგარიშო პერიოდში ასევე რეაბილიტირებულია 110 ხიდი, 4 გვირაბი, 1 ზვავდამცავი გალერეა, აშენებულია 67 ახალი ხიდი და გამოკვლეულია 55–ზე მეტი ხიდი.
2015 წლის დასაწყისიდან საქართველოში რეაბილიტირებულია 235 კმ საავტომობილო გზა. აქედან: 50 კმ — საერთაშორისო დანიშნულებისა, 150 კმ — შიდასახელმმწიფო დანიშნულებისა და 35 კმ — ადგილობრივი დანიშნულებისა.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში შეკეთდა 22 და აშენდა 16 ახალი ხიდი. 2015 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 20 ხიდის რეაბილიტაცია.