ისრაელის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ მოხალისეებისგან ცნობების მიღებას ცდილობდა

© Sputnik / STRINGER"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოევიკებს ნათესავების საშუალებით უკავშირდებოდნენ და მათ ისრაელში დაბრუნებას, ტერორისტების იდეოლოგიის საჯაროდ უარყოფასა და მათზე ინფორმაციის გადაცემას სთავაზობდნენ. ამის სანაცვლოდ მთავრობა მათ პატიმრობის ვადის შემცირებას ჰპირდებოდა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ისრაელელ მოხალისეებთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მათ, ბოევიკებზე ინფორმაციის სანაცვლოდ, პატიმრობის ვადის შემცირებას სთავაზობდა, იუწყება სააგენტო „როიტერი“ რეგიონული თანამშრომლობის მინისტრის მოადგილის აიუბ კარას ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოლაპარაკებების დროს შუამავლის ფუნქციას ასრულებდა.

 სააგენტოს მონაცემებით, ბოევიკებს ნათესავების საშუალებით უკავშირდებოდნენ. სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლ ბოევიკებს ისრაელში დაბრუნებას, ტერორისტების იდეოლოგიის საჯაროდ უარყოფასა და მათზე ინფორმაციის გადაცემას სთავაზობდნენ. ამის სანაცვლოდ მთავრობა მათ პატიმრობის ვადის შემცირებას ჰპირდებოდა. კარას განცხადებით, ეს წინადადება ექვსმა ადამიანმა მიიღო.

 თუმცა, მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ნებაყოფლობით წევრიანდებიან, უფრო და უფრო მატულობს.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ტერაქტების საშიშროების გამო ბრიუსელში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

 „ადრე ვიღაცას შეეძლო დაბრუნება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება… ახლა ეს წარსულს ჩაბარდა. „ისლამურ სახელმწიფოს“ მთელი სამყარო ებრძვის და ყველაფერი საკმაოდ კარგადაა ცნობილი“, — განაცხადა კარამ სააგენტოსთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ამ საკითხში ისრაელის დაზვერვის როლი მცირდება.

 ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფო” დღეს,  მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობენ. ტერორისტების რაოდენობის შესახებ მონაცემები დაუზუსტებელია, სხვადასხვა წყაროებით, მათი რაოდენობა 50-დან 200 ათასამდე მერყეობს.


ყველა ახალი ამბავი
0