ტერაქტების საშიშროების გამო ბრიუსელში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის უბნებზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პოლიციის მთავარი სამმართველოს მისამართით „კონკრეტული საფრთხეების“ შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო მდგომარეობა მომავალი კვირის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ბრიუსელის პოლიციის კომისარიატებმა საკუთარი უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააძლიერეს, რაც პოლიციის მთავარი სამმართველოს მისამართით „კონკრეტული საფრთხეების“ შესახებ შეტყობინება შევიდა. მთავარი სამმართველო ბრიუსელის ისტორიული მოედნის, გრან პლიასის მახლობლად მდებარეობს, — იუწყება მედიაჯგუფი Sudpresse.

მათი ინფორმაციით, ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებუი საგანგებო მდგომარეობა მომავალი კვირის ბოლომდე იმოქმედებს.  უსაფრთხოების ზომების გაძლიერება კომისარიატებთან მისასვლელებზე განსაკუთრებულ დაკვირვებას ითვალისწინებს. 

ბელგიის პროკურატურამ დღეს, 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია ბრიუსელში შეიარაღებული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი, რომლებიც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებულები არ არიან. 

მანამდე ვენის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებმა მიიღეს შეტყობინებები „მეგობრული სამსახურისგან“ იმის თაობაზე, რომ ზამთრის დღესაწაულებზე ტერაქტებია მოსალოდნელი.  

ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, 27 და 28 დეკემბერს ბრიუსელში, ბრაბანტში, ლიეჟესა და მის შემოგარენში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ექვსი პირი დააკავეს, რომელთაგან ორი დააპატიმრეს, ოთხი კი გაათავისუფლეს.  

გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებული ორი პირი ტერორისტული დაჯგუფების წევრები და ბრიუსელში 1 იანვრამდე სერიული ტერაქტების მომზადების სავარაუდო ორგანიზატორები არიან. 


ყველა ახალი ამბავი
0