ქუმსიშვილი: მშპ-ის ზრდა 2015 წელს 3% იქნება

© https://www.facebook.com/KvirikashviliOfficialგიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი
გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს განახლებული მთავრობის პირველი სხდომა ჩაატარა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2015 წელს 3% იქნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოთხშაბათს, 30 დეკემბერს საქართველოს განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე.

 საქართველოს პარლამენტმა 29-30 დეკემბრის ღამეს ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

 „ნოემბერში მშპ-ის წინასწარმა ზრდამ 5,3% შეადგინა, რაც კარგი მაჩვენებელია. წლიური გამოთვლით ეს ნიშნავს, რომ წელს 3-პროცენტიან ზრდაზე გავალთ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მშპ მესამე კვარტალში 2,5%–ით გაიზარდა

 მისი თქმით, ზოგიერთ დარგში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა, ესენია: მშენებლობა — 30%, მეტალურგიული პროდუქციის წარმოება — 30%, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა — 15%, რესტორნები და სასტუმროები — 10%, ფინანსური შუამდგომლობა — 9%.

 „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით,  2015 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3% შეადგინა.

 ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის მესამე კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,5% შეადგინა, მეორე კვარტალში — 2,5%, ხოლო პირველ კვარტალში — 3,3%.

ყველა ახალი ამბავი
0