საქართველოში მშპ მესამე კვარტალში 2,5%–ით გაიზარდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მესამე კვარტალში წარმოების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამთომომპოვებელ მრეწველობასა – 24,1% და მშენებლობაში – 15,4%, ხოლო დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდათ გადამამუშავებელ მრეწველობას – 6,7% და ტრანსპორტს – 1%.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2015 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2,5%–ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი“.

მიმდინარე ფასებში მშპ-მა 2015 წლის მესამე კვარტალში 8 მლრდ 239,1 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო დეფლატორმა 6,3 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მესამე კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდა პროგნოზს შეესაბამებოდა.

შუშის ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის ოქტომბერში 3% შეადგინა

ეკონომიკურ ზრდას, ძირითადად, გარეფაქტორებმა შეუშალა ხელი. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება საქონლის ექსპორტიდან და მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე ნეგატიურად ისახება.  

საანგარიშო პერიოდში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: სამთომოპოვებითი მრეწველობა —24,1%; მშენებლობა — 15,4%; სასტუმროები და რესტორნები —8,9%; საფინანსო საქმიანობა —9,3%; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა — 6,1%; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება —5,6%;ტრანსპორტი — 5,3%; კომუნალური, სოციალური და საპენსიო მომსახურება – 4,3%.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში 9 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 2,7% შეადგინა

ყველაზე დიდი დაცემა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობასა — -6,7% და ტრანსპორტის სფეროში — -1%.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,4%), ვაჭრობა (17,3%). ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4%), სახელმწიფო მმართველობა (8,8%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლის მომსახურება (6,9%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6%).

 


ყველა ახალი ამბავი
0