თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის ოქტომბრის თვეში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3% შეადგინა, იუწყება „საქსტატი“.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,8% შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, 4,7% იყო.
2015 წლის ოქტომბერში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 628,1 მლნ ლარი (262 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 192,7 მლნ ლარით (80,3 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია.
2015 წლის ოქტომბერში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 713,1 მლნ ლარი (297,1 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 710,2 მლნ ლარი (296 მლნ აშშ დოლარი) იყო.
2015 წლის ოქტომბერში საბანკო სფეროს სრულმა გამოშვებამ 105 მლნ ლარი (44 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა მაშინ, როდესაც სექტემბერში ეს მაჩვენებელი 132,4 მლნ ლარი (55,2) მლნ აშშ დოლარი იყო.