თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს ათწლეულში არ მოხდება, ამასთან არის ევროკავშირის დაშლის საშიშროება, განაცხადა ოთხშაბათს ევროკომისარმა ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა ტაბლოიდ Bild-თან ინტერვიუში.
„თურქეთის გაწევრიანება (ევროკავშირში) ამ ათწლეულში არ მოხდება, შეიძლება, არც შემდეგ ათწლეულში მოხდეს“, — განაცხადა ეტინგერმა.
მან დასძინა, რომ „ევროკავშირის დაშლის სერიოზულ საფრთხეს ხედავს“, რაც ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებში „არასტაბილური და პოპულისტური მთავრობების“ მოსვლაში მდგომარეობს.
ევროკომისრის განცხადებით, ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა, თუ „პირობებს შეასრულებენ“. კერძოდ, საუბარია დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებზე, დასძინა მან.
„თუმცა მიღების მკაცრი პირობებია საჭირო. არ გვავნებს, თუ ევროკავშირი უახლოეს 10 წელიწადში ბევრ ახალ წევრს შეიძენს“, — განაცხადა ევროკომისარმა.