ექსპერტი თურქეთში სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს

© PanARMENIAN photoთურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პრობლემურ“ რეგიონში პოლიციის ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ძალების შეყვანით, სახელმწიფო მცდარ სტრატეგიას მიჰყვება, მიიჩნევს თურქი ჟურნალისტი ომერ მაჩინერი.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით სამთავრობო ძალებსა და „თურქისტანის მუშათა პარტიის“ ბოევიკებს შორის სასტიკი შეტაკებები გრძელდება. პოლიტიკური ჟურნალის „ბირიქიმის“ (Birikim)  მთავარმა რედაქტორმა ომერ ლაჩინერმა (Ömer Laсiner) Sputnik Türkiye–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით შეიძლება მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტი მოხდეს, რაც მთავრობის ბრალი იქნება.

რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობები დღითიდღე უარესდება – არ არის საკმარისი სურსათი, დაკეტილია სკოლები, საავადმყოფოები, თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დაწესებულია კომენდანტის საათი. ექსპერტების პროგნოზით, შეტაკებები, რომლებიც სამოქალაქო ომის ხასიათს იღებს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ომერ ლაჩინერი მიიჩნევს, რომ პოლიციის ძალების შეყვანა რეგიონში გაუმართლებელია.

„მთავრობამ რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა დაისახა მიზნად, ეს ხელისუფლების ბუნებრივი სწრაფვა და ამოცანაა, თუმცა მხოლოდ ერთადერთი – არა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში მცდარ სტრატეგიას მიჰყვება, ჰგონია რა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება მხოლოდ „პრობლემურ“ რეგიონში პოლიციის ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ძალების შეყვანით, ყველა პროტესტანტი ელემენტის იარაღის ძალით ჩახშობით შეიძლება. თანამედროვე, სამართლებრივმა სახელმწიფომ თავის საზღვრებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, ქვეყნის სასიცოცხლო სისტემის სხვა ელემენტები არ უნდა დააზარალოს“, – განაცხადა თურქმა ჟურნალისტმა. 

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
მედია: თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში შეტაკებების გამო ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს

„ხელისუფლების სწრაფვა, შეაღწიოს რეგიონში და იქ წესრიგი ნებისმიერი მეთოდით დაამყაროს, მათ შორის ძალის გამოყენებით, სკოლების, საავადმყოფოების, მაღაზიების დახურვით – ეს უკიდურესად პრიმიტიული გაგებაა იმისა, თუ როგორი სახით უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყნის შიდაუსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – მიიჩნევს ომერ ლაჩინერი.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის თქმით, როგორც კი ხელისუფლებამ ასე მოქმედება დაიწყო, თითქოს თავის ჯარს სხვა ტერიტორიაზე კონფლიქტის ჩასახშობად აგზავნის და არა თურქეთის ტერიტორიულ საზღვრებში, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთის მოსახლეობამ დანარჩენი თურქეთისგან მოწყვეტილად იგრძნო თავი.

„სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთის ხელმძღვანელობა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით ატარებს, რეგიონის მოსახლეობაში აჩენს შეგრძნებას, თითქოს ისინი თურქეთის სახელმწიფოს ნაწილი აღარ არიან. დასრულდა ის დრო, როცა ქურთების პრობლემას თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის შიდა პრობლემად აღიქვამდა. ახლა ხელისუფლება ამ ტერიტორიას ქურთული სახელმწიფოს შექმნის ადგილად მიიჩნევს და ამიტომ ებრძვის „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ისე, თითქოს გარე მტერს ებრძოდეს, რასაც რეგიონის სამოქალაქო დასახლებისთვის მთელი თავისი შედეგები მოაქვს“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

ომერ ლაჩინერმა აღნიშნა, რომ ქურთების პრობლემა შიდა კონფლიქტის ფარგლებს უკვე დიდი ხანია გასცდა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით ჩამოყალიბებულ ვითარებაზე თურქეთის ხელისუფლებასაც ეკისრება და “ქურთისტანის მუშათა პარტიასაც“. ორივე მხარის დამოკიდებულება პრობლემისადმი იმ წარმოდგენიდან მომდინარეობს, თითქოს ამჟამად ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით ქურთული სახელმწიფო იქმნება.   

„ქურთების პრობლემა და მისი გადაჭრის გზები პირდაპირ ეხება, ერთი მხრივ, ქურთ ნაციონალისტებს, მეორე მხრივ – მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენლებს. თუ ამ პრობლემას მემარცხენეების თვალსაზრისით განვიხილავთ, გადაჭრის გზა მთელი თურქი ხალხის, განურჩევლად ეროვნებისა, ერთიანობასა და სოლიდარობაშია. თუ საკითხს ნაციონალისტური პოზიციიდან მივუდგებით, მაშინ სირიაში, ერაყსა და თურქეთში ჩამოყალიბებული ამჟამინდელი ვითარება დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნისთვის რეალურ შესაძლებლობად მოგვეჩვენება“, – აცხადებს ლაჩინერი. 

თურქეთის ხელისუფლებაც და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ნაციონალისტებიც, ჟურნალისტის აზრით, პრობლემას სწორედ ამ კუთხით განიხილავენ. ამ ვითარებაში ხისტი დაპირისპირება გარდაუვალია, რისი მოწმეც დღეს მსოფლიო საზოგადოება ხდება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0