თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და ქვეყნის ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა შორის შეტაკებების გამო უკვე 100 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარ სახლ–კარი და სხვაგან გადასახლებულიყო, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Hurriyet–ზე დაერდნობით.
ხელისუფლებამ ქურთებით დასახლებულ რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა, სადაც ბოევიკებსა და ძალოვანებს შორის ქუჩის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო 8 დღის განმავლობაში შეტაკებებში 168 ქურთი ბოევიკი და უსაფრთხოების ძალების 4 თანამშრომელი დაიღუპა.
სულ, თურქეთის იმ ხუთ რეგიონში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, დახლოებით 1,3 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან, ასი ათასმა კაცმა უკვე დატოვა სახლი როგორც სიკვდილის შიშით, ისე სადღეღამისო კომენდანტის საათით გამოწვეული ყოფითი შეზღუდვების გამო.
მოხსენების თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა მაღალი რისკის 13 რაიონიდან რვაზე უკვე დაამყარეს კონტროლი.
ვრცელდება ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბოევიკები შეიარაღებული კონფლიქტის მსხვილ ქალაქებში გადატანას შეეცდებიან.
შეგახსენებთ: ვითარება თურქეთში მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 20 ივნისს „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასთან საზღვრისპირა თურქულ ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 33 ქურთი აქტივისტი დაიღუპა, ხოლო „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ პროვინციებში ორასამდე პოლიციელი მოკლეს.