თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა.
საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ახალ მთავრობას, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ნდობის ვოტუმი გამოუცხადა. ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა. ახალ მთავრობას საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
ახალი მთავრობის ფორმულირების აუცილებლობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დადგა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, რომელსაც მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მთავრობის ახალ შემადგენლობაში მცირედი ცვლილება მოხდა- საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი მინდია ჯანელიძემ ჩაიბარა, ხოლო ვიცე-სპიკერი კი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა.