საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატია, რომლის ადგილზეც მანამდე გიორგი კვირიკაშვილი მოღვაწეობდა.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ოთხშაბათს, 30 დეკემბერს, 00:15 საათზე  ნდობა გამოუცხადეს მინისტრთა კაბინეტს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.  დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს სამთავრობო პროგრამას — „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსათვის“. 

 კანდიდატმა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილმა 28 დეკემბერს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა. თითქმის ყველა მინისტრმა შეინარჩუნა თანამდებობა. ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატია, რომლის ადგილზეც მანამდე გიორგი კვირიკაშვილი მოღვაწეობდა. 

ამრიგად, საქართველოს მთავრობა მუშაობას შემდეგი შემადგენლობით შეუდგება:

პრემიერ-მინისტრი — გიორგი კვირიკაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი — მიხეილ ჯანელიძე

ენერგეტიკის მინისტრი — კახა კალაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი — დიმიტრი ქუმსიშვილი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი — დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი —  სოზარ სუბარი 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი —  თამარ სანიკიძე

სოფლის მეურნეობის მინისტრი —  ოთარ დანელია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი — ნოდარ ჯავახიშვილი

 ფინანსთა მინისტრი —  ნოდარ ხადური

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი —  მიხეილ გიორგაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი —  ტარიელ ხეჩიკაშვილი

თავდაცვის მინისტრი — თინათინ ხიდაშელი

იუსტიციის მინისტრი —  თეა წულუკიანი

შინაგან საქმეთა მინისტრი  -  გიორგი მღებრიშვილი 

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი — კახა კახიშვილი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი —  გიგლა აგულაშვილი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში —  დავით ბაქრაძე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი — პაატა ზაქარეიშვილი

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში —  გელა დუმბაძე

 


ყველა ახალი ამბავი
0