თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. წლის შედეგები და საქართველოში რუსი ახალგაზრდების კავშირის ახალი პროექტები განიხილეს პრესკონფერენციაზე, რომელიც РИА Новости-ს პრესცენტრში გაიმართა, მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება რეალიზებულ საერთაშორისო პროექტებს დაუთმეს და საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრის მოღვაწეობას.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე ბეჟენცევი, სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე და იურისტი ლანა ადამიანი.
საერთაშორისო პროექტები
კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტთა შორის ალექსანდრე ბეჟენცევმა განსაკუთრებით გამოყო ახალგაზრდული პატრიოტული ფორუმი „გამარჯვების მემკვიდრენი“, რომელიც 2015 წლის მაისში მოსკოვის მახლობლად გაიმართა.
ასევე აღინიშნა დსთ-ს ქვეყნების ინტელექტუალთა ფორუმში „ახალგაზრდობა ისტორიული ხსოვნის, პატრიოტიზმისა და მოქალაქეობისათვის“ კავშირის წევრთა მონაწილეობა, რომელიც 20-24 სექტემბერს ყირგიზეთში გაიმართა.
ალექსანდრე ბეჟენცევმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ჩართულობა ამ და სხვა საერთაშორისო პროექტებში ბევრად მაღალი იქნებოდა რომ არა სავიზო რეჟიმი რუსეთ საქართველოს შორის, და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში ეს პრობლემა მოიხსნება.
ჩრდილოკავკასიური პროექტები
რუსი ახალგაზრდობის კავშირის იურისტის ლანა ადამიანის განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ახალგაზრდა ბლოგერთა და ჟურნალისტთა მთის სკოლის“ ფარგლებში გამართული ღონისძიება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის ჩერქეზეთის რაიონის სოფელ კურასუში 10-15 აგვისტოს გაიმართა.
არანაკლებ საინტერესო იყო საერთასორისო პროექტი „იალბუზზე ასვლა გამარჯვება — 70“. ამ პროექტის ფარგლებში, ევროპისა და რუსეთის ყველაზე მაღალმთიანი რაიონი 9 ქვეყნის 47-მა მონაწილემ დაიპყრო. პროგრამა 2015 წლის 12-20 სექტემბერს განხორციელდა.
სამართლებრივი დაცვის ცენტრის მოღვაწეობა
პრესკონფერენციაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თანამემამულეთა დაცვის ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობა. „ცენტრის საქმიანობის დაწყებიდან — 2013 წლის 15 ივნისიდან დღემდე, 2097 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩატარდა, მათ შორის 1725 სამოქალაქო საქმეზე და 372 სისხლის სამართლის საქმეზე.
დიდი სამამულო ომის 70 წლისთავი
მიმდინარე წელს რუსი ახალგაზრდობის კავშირმა საქართველოში ძალიან მასშტაბურად აღნიშნა დიდი სამამულო ომის 70 წლისთავი. პროგრამის ფარგლებში მშვიდობის ღია გაკვეთილები, ლიტერატურულ თხზულებათა კონკურსი და ვეტერანებისათვის საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.
პრესკონფერენციის ბოლოს, საქართველოში რუსი ახალგაზრდობის კავშირის ხელმძღვანელმა მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა: ეს იქნება დიდი რუსი ლიტერატორის, მწერალ ნ. კარამზინის დაბადებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ასევე რიგი ღონისძიებებისა საერთო სათაურით „ხსოვნისა და გლოვის დღე“(დიდი სამამულო ომის დაწყების 27 წლისთავი).