გაეროს 2016 წლის ბიუჯეტი 5,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახსრები 14 ძირითად პუნქტზე გადანაწილდება. ფინანსების ძირითადი ნაწილი — დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი — პოლიტიკური საკითხებისთვის გამოიყოფა, მათ შორის, განიარაღებისა და სამშვიდობო ოპერაციების კოორდინირებისათვის.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016–2017 წლის ბიუჯეტი 5,4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

წინასწარი დებატები გაეროს გენერალური ასამბლეის მეხუთე — საბიუჯეტო  და ადმინისტრაციულ საკითხთა კომიტეტში ჩატარდა. 

დამტკიცებულ ბიუჯეტში 2014–2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით 400 მლნ დოლარით ნაკლებია. ეს სახსრები 14 ძირითად პუნქტზე გადანაწილდება. ყველაზე მეტი თანხა — დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი პოლიტიკურ საკითხებზე გამოიყოფა, მათ შორის, განიარაღებაზე, კოსმოსის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაზე, სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვასა და კოორდინირებაზე, რომლითაც გაეროს პოლიტიკური დეპარტამენტია დაკავებული. 

ლტოლვილი ბავშვი - Sputnik საქართველო
გაერო: ათასობით სირიელ ბავშვს მოქალაქეობის გარეშე დარჩენა ემუქრება

700 მლნმ დოლარზე მეტი გამოიყოფა გენერალური ასამბლეისა და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მუშაობის კოორდინაციასა და მართვაზე, 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი — რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე, 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი — ადამიანის უფლებათა დაცვაზე. 

ამას გარდა, გათვალისწინებულია მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის, უსაფრთხოების, პერსონალის დეპარტამენტებისა და  სხვა ქვედანაყოფების დაფინანსებაც. 

გაეროს რეგულარული ბიუჯეტი ორგანიზაციის 193 წევრი–ქვეყნის საწევრო გადასახადებიდან ფორმირდება. საწევრო ქვეყნის გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე დგინდება. ინდივიდუალური შენატანის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მთლიანი ბიუჯეტის 22 პროცენტს. 

ტრადიციულად, ყველაზე მეტი გადასახადი აშშ–ს ეკისრება. მომავალი ორი წლის განმავლობაში აშშ აღნიშნული 5,4 მლრდ აშშ დოლარის 22%–ს შეიტანს ორგანიზაციის ბიუჯეტში. 

მეორე ადგილზეა იაპონია (9,7%), მას მოსდევს ჩინეთი (7,9%), საფრანგეთი (4,9%),  დიდი ბრიტანეთი (4,5%). რუსეთზე მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის 3% მოდის. 

საწევროს გადაუხდელობის გამო სახელმწიფოს შეიძლება ხმის უფლება ჩამოერთვას გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდების მე–19 მუხლის თანახმად, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანების ოდენობა „უტოლდება ან აჭარბებს წინა ორი სრული წლის საწევროების რაოდენობას“. 

გაერო - Sputnik საქართველო
გაეროს გენმდივნის მოადგილე: ორგანიზაცია ნარკოტრაფიკის ტერორიზმთან შერწყმას შენიშნავს

ამ დროისათვის დავალიანება ერიცხება ხუთ ქვეყანას, თუმცა 2015 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ გვინეა–ბისაუს, კომორის კუნძულებს, სან–ტომესა და პრინსიპის, სომალისა და იემენს გაეროს გაენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 70–ე სესიის  ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. 

ზემოთ აღნიშნული 5,4 მლრდ აშშ დოლარი არ მოიცავს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯებს. გაეროს წესდების თანახმად, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) საკუთარ თავზე უნდა იტვირთონ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერი ოპერაციების ხარჯების დიდი ნაწილი. 

სამშვიდობო ოპერაციების საფინანსო წელი 1 ივლისიდან 30 ივნისამდე გრძელდება. 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდზე 8,27 მლრდ დოლარია გამოყოფილი. 

ასევე ცალკე თანხაა გათვალისწინებული საერთაშორისო ტრიბუნალებზე. ამ დროისათვის ტრიბუნალი ორი ქვეყნის — რუანდისა და ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე მუშაობს. 

გაეროს ბავშვთა ფონდსა და განვითარების პროგრამას, ასევე გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს დამოუკიდებელი ბიუჯეტები აქვთ, რომლის ძირითადი სახსრებიც მთავრობებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შენატანებიდან გროვდება. 


ყველა ახალი ამბავი
0