გაერო: ათასობით სირიელ ბავშვს მოქალაქეობის გარეშე დარჩენა ემუქრება

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილი ბავშვი
ლტოლვილი ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიელი ლტოლვილები ძალზე დაუცველნი არიან, რადგანაც ბევრ მათგანს დოკუმენტი არა აქვს და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ რეგისტრირდება, განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ანტონიუ გუტერეშმა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ათასობით სირიელ ბავშვს მოქალაქეობის გარეშე დარჩენა ემუქრება, განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ანტონიუ გუტერეშმა სირიაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებში თითქმის მილიონი ადამიანი ჩავიდა, მათგან ნახევარზე მეტი – სირიელია.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოსა და მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევების თანახმად, 10 სირიელიდან 9 იორდანიასა და ლიბანში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. „ლტოლვილები, არა აქვთ რა ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა, ძალზე დაუცველნი არიან, დამოკიდებულნი არიან მცირეოდენ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და იძულებული ხდებიან, ოჯახის გამოსაკვებად ვალი აიღონ“, – განაცხადა გუტერეშმა.

მეთევზეთა დასახლება - Sputnik საქართველო
იუნისეფი: მილიონზე მეტი აფრიკელი ბავშვი ტერორისტების გამო სკოლებში არ დადის

ამ ვითარებაში სირიელი ლტოლვილების ოჯახის ბავშვების მხოლოდ ნახევარი დადის სკოლაში, მრავალი ბავშვი იძულებულია, სამუშაო ეძებოს, გოგონებს კი ნაადრევად ათხოვებენ.

„უფრო და უფრო მეტ ადამიანს არა აქვს დოკუმენტები, უფრო და უფრო მეტი ახალი ჩამოსული ლტოლვილი არ რეგისტრირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაუცველს ხდის“, – განაცხადა გუტერეშმა. ამგვარად, მისი თქმით, სირიულ ოჯახებში დაბადებული ათასობით ბავშვი, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, „შეიძლება მოქალაქეობის მიღმა დარჩეს“.

როგორც შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ კიუნგ–ვა კანგმა განაცხადა, ქვეყანაში კონფლიქტის გამო, სირიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა: დაახლოებით 6,5 მილიონი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა, 4,3 მილიონი ქვეყნიდან გაიქცა. 


ყველა ახალი ამბავი
0