თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დამნაშავეთა სამყაროში ახალ ტენდენციას — ნარკოტრაფიკის ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან შეზრდას შენიშნავს, — განუცხადა ნარკოტიკებისა და დამნაშავების საკითხებში გაეროს აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალური მდივნის მოადგილემ და ვენის ოფისის ხელმძღვანელმა იური ფედოტოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მხედველობაში მაქვს „ისლამური სახელმწიფო“, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტრაფიკის ტერორიზმსა და შეიარაღებულ ექსტრემიზმთან შეზრდის თემა“, — უთხრა სააგენტოს ფედოტოვმა.
მისი თქმით, გაეროს ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის სამმართველოში ახალ ტენდენციას აკვირდებიან: „თუკი ასეთი ჩუმი, მე ვიტყოდი, ოპორტუნისტული ალიანსი ორგანიზებული დანაშაულისა, ნარკოტრაფიკისა და ტერორისტებისა წარსულშიც არსებობდა, ნარკოტიკებისა და იარაღის გადასატანად ყოველთვის ერთი და იგივე არხებით სარგებლობდნენ, გადასახადებს უხდიდნენ ტერორისტებსა და ექსტრემისტებს, ახლა ტერორისტულ ორგანიზაციებს მადა გაეხსნათ და თავად დაიწყეს ნარკოტიკებით ვაჭრობა“.