თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანული მანათი, ზედიზედ მესამე დღეა უფასურდება. დღეს, ეს ტენდენცია არა მხოლოდ აშშ დოლარისა და ევროს, არამედ რუსულ რუბლთან მიმართებითაც ვრცელდება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 23 დეკემბერს განთავსებული მონაცემების საფუძველზე.
გასულ დღე–ღამეში აშშ დოლარი მანათთან მიმართებით, 1 USD 1,5511–დან 1,5523–მდე გამყარდა. შესაბამისად, აზერბაიჯანულმა ვალუტამ კიდევ 0,0012 პუნქტი, ან 0,08% დაკარგა.
ევროსთან მიმართებით, მანათის კურსმა 23 დეკემბერს 1,6978–მდე დაიწია, დაკარგა 0,0039 პუნქტი, ან 0,23%.
ოთხშაბათს ეროვნული ვალუტა ასევე გაუფასურდა რუსულ რუბლთან მიმართებით, კურსმა 0,0002 პუნქტით, ან 0,92%–ით და იწია და 1 რუბლისთვის 0,0219 აზერბაიჯანული მანათი შეადგინა.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წლის 21 დეკემბერს მანათის მცურავ კურსზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ადრე, 2015 წლის 16 თებერვალს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან ფაქტობრივ მიბმაზე უარი ითქვა და კურსის განსაზღვრა ბივალუტური კალათის საფუძველზე დაიწყო. დევალვაციის ორი ეტაპის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსმა ერთი დოლარისთვის 0,78 მანათიდან 1,55 მანათამდე დაიწია, პროცენტული გამოსახულებით, მანათის გაუფასურებამ 97%–ს გადააჭარბა.
მთლიანობაში, დევალვაციის ორი ეტაპის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსმა ერთი დოლარისთვის 0,7844 მანათიდან 1,5523 მანათამდე, ან 0,7679 მანათით დაიწია. პროცენტული თანაფარდობით,
ცენტრალური ბანკის მხრიდან ეროვნული ვალუტის კურსის დაწევა, ნავთობზე დაბალი ფასებისა და გლობალურ ეკონომიკაში უარყოფითი ტენდენციების პირობებში, აზერბაიჯანის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სტიმულირებას ემსახურება.
ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მანათის კურსი აშშ დოლართან მიმართებით, 2014 წლის შედეგების მიხედვით, 0,7844 მანათს შეადგენდა. 2013 წლის შედეგებით 1 აშშ დოლარი – 0,7844 მანათი იყო. მანათის კურსი ევროსთან მიმართებით, 2014 წლის შედეგებით, 1 ევროსთვის 0,9665 მანათი იყო, ხოლო 2013 წლის შედეგებით – 1 ევრო – 1,0741 მანათი.