ექსპერტი: სავალუტო კრიზისი აზერბაიჯანში საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს

© azertag.azაზერბაიჯანის დროშა
აზერბაიჯანის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალანდაძე მიიჩნევს, აზერბაიჯანში ქართული პროდუქციის გაძვირების გარდა, ასევე შემცირდება მეზობელი ქვეყნიდან ვალუტის შემოდინებაც.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მანათის მცურავი კურსის დაწესებას ეხება, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანული ინვესტიციების შემცირებაა მოსალოდნელი, განუცხადა  Sputnik–ს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძემ. 

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 21 დეკემბერიდან მანათის მცურავ კურსზე გადავიდა. პარასკევთან შედარებით, მანათის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 47,6%–ით შემცირდა.

ბაქო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს ინვესტორებს შორის მეორე ადგილზეა

„ეს ცვლილება მოკლევადიან პერიოდში ნეგატიურად, ალბათ, ჩვენზეც აისახება, რადგან აზერბაიჯანი არის საქართველოს მთვარი სავაჭრო პარტნიორი ისევე, როგორც რუსეთი და თურქეთი. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი სავაჭრო საქონელბრუნვა მეტწილად სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება კი მნიშვნელოვნად ახალისებს ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას თავად ამ ქვეყნებში, შესაბამისად ეს გარკვეულწილად გააძვირებს საქართველოში ამ ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტს“–აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ქართული პროდუქციის გაძვირების გარდა, ასევე შემცირდება მეზობელი ქვეყნიდან ვალუტის შემოდინებაც. 

„რეგიონში შექმნილი კრიზისული სიტუაცია საქართველოში, სავარაუდოდ, საგრძნობლად შეამცირებს სავალუტო შემოდინებებს და ამ თვალსაზრისით 2016 წლის განმავლობაში ჩვენს მეზობელ სტრატეგიულ პატრნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა გარკვეული რისკების მატარებელია“– მიიჩნევს ექსპერტი.


ყველა ახალი ამბავი
0