აზერბაიჯანი საქართველოს ინვესტორებს შორის მეორე ადგილზეა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობით აზერბაიჯანი - 219 მლნ აშშ დოლარი - პირველ ადგილზეა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო ბრუნვის 41, 3%-ია.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით, რომელიც 302 მლნ აშშ დოლარია, აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 24%-ია, იუწყება „საქსტატი“.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%–ით გაიზარდა

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობით აზერბაიჯანი — 219 მლნ აშშ დოლარი — პირველ ადგილზეა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო ბრუნვის 41, 3%-ია (530 მლნ აშშ დოლარი). 

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში 590,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანთან საერთო-სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის საერთო-სავაჭრო ბრუნვის 8,1%-ს შეადგენს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0