ღარიბაშვილი: „საუკუნის პროექტი“ 2017 წელს დასრულდება

© https://www.facebook.com/mdf.orgსოფელი დართლო დუშეთი
სოფელი დართლო დუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადის გადასახადისგან, ხოლო მეწარმე მაღალმთიან რეგიონში გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისგან 10 წლის განმავლობაში.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2017 წელს დასრულდება “საუკუნის პროექტი“ — გზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს სოფლებს არხოტსა და როშკას ხევსურეთში,  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 21 დეკემბერს მთავრობის მიერ სამი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას. 

 28 კილომეტრიანი საავტომობილო გზა ერთმანეთს დაუკავშირებს  ქედით გაყოფილ ხევსურეთის ორ სოფელს. 

 „ეს საუკუნის პროექტია. გზა არხოტზე საბჭოთა პერიოდშიც არ არსებობდა. ამის გამო საზღვრისპირა სოფელში, რომელიც ნელ-ნელა დაიცალა, მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს. 2017 წელს გზის  მშენებლობის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სოფელში ათობით ოჯახი დაბრუნდება,“- თქვა ღარიბაშვილმა. 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადრება გაამახვილა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონზე, რომლის თანახმადაც, 2016 წელს მთავრობა ასეთ რეგიონში მცხოვრებთათვის სოციალურ და ეკონომიკურ შეღავათებს აწესებს. 

სვანეთი - Sputnik საქართველო
2016 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს

 მისი თქმით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ ერთი წლის განმავლობაში დანამატის სახით ყოველ პირველ და მეორე ბავშვზე. ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ოჯახში სახელმწიფოს დახმარება არაუმცირეს 200 ლარისა იქნება ორი წლის განმავლობაში. 

 ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადის გადასახადისგან, ხოლო მეწარმე მაღალმთიან რეგიონში გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისგან 10 წლის განმავლობაში, თქვა პრემიერმა.

 35%-ით გაიზრდება პედაგოგთა საბაზისო ხელფასი საჯარო სკოლებში, ხოლო სპეციალურ პროგრამებში მონაწილე პედაგოგებისათვის 50%-ით. ასევე გათვალისწინებულია დანამატები ექიმებისათვის — ორი სახელმწიფო პენსიის ოდენობით, ხოლო მედდებისათვის — ერთი პენსიის ოდენობით. პენსიაზე ყოველთვიური დანამატი შეადგენს არანაკლებ 20%-ისა ხოლო სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება. 

112–ის სამსახური - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელსაც ლიდერი იქნება ხარჯებში

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით, პენსიები ქვეყანაში 80 ლარით გაიზარდა. 

 დაბლობში მცხოვრები ასაკობრივი პენსიონრები 2016 წლის 1 ივლისიდან 180 ლარიან პენსიას მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრები ყოველთვიურად 216 ლარს მიიღებენ 2016 წლის 1 სექტემბრიდან. 

 დღეს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი ხარჯები 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს ხარჯი 1,8 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 67%-ით ნაკლებია. 


ყველა ახალი ამბავი
0