ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელსაც ლიდერი იქნება ხარჯებში

© photo: Sputnik112–ის სამსახური
112–ის სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასიგნებების საერთო მოცულობა 2016 წლისთვის 9,920 მლრდ ლარის დონეზე იგეგმება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 3,07 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც მთელი ბიუჯეტის 30,9%–ს შეადგენს, — იუწყება ფინანსთა სამინისტრო. 

წინა წელთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა საყოველთაო ჯანდაცვაზე (100 მლნ ლარი) და საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მლნ ლარი) მოდის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარედგინება

საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებულია 1480,0 ლარი, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე — 570,0 მლნ ლარი. მატებაა სოციალური დახმარებებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯებშიც, რომელთა ზრდაც 49,0 და 48,3 მლნ ლარს შეადგენს.

იზრდება ხარჯები სოციალური დაცვისა  (49 მლნ ლარი) და ჯანდაცვის სხვა პროგრამების (48,3  მლნ ლარი) კუთხით. 

საქართველოს 2016 წლის კონსოლიდირებული ბუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8,5 მლრდ ლარს შეადგენს, შემოსავლების პროგნოზული მაჩვენებელი 8,225 მლრდ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ხოლო საგადასახადო შემოსავლების პროგნოზული მაჩვენებელი — 7,780 მლრდ ლარით. 

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საერთო მოცულობა 9,92 მლრდ ლარის დონეზე იგეგმება. აქედან:

საბიუჯეტო სახსრები — 9,11 მლრდ ლარი

გრანტები — 130 მლნ ლარი

კრედიტები — 680 მლნ ლარი. 


ყველა ახალი ამბავი
0