ექსპერტი: „მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში დაეხმარება“

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნომერ პირველი პრიორიტეტი უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა იქნება.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნომერ პირველი პრიორიტეტი უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა იქნება, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.

 „ენერგეტიკული სექტორი ზოგადად ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის  არის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება. მსოფლიო ბანკი და EBRD–ი წლებია მუშაობენ როგორც ენერგეტიკის  სექტორის რეაბილიტაციის პროექტებზე, ასევე ამ სფეროში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით“–აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 მისი თქმით, ეს პროექტები არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ენერგოეფექტურობის და ენერგოდამოუკიდებლობის  გაზრდას ემსახურება: „თუმცა საბოლოო ჯამში ამ პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენება მაინც დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის აქტიურ პოლიტიკაზე ენერგეტიკის სფეროში".

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ენერგეტიკაში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო

მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს. 

 მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ბანკის წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს. მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მომპოვებელი Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობდა. 

 ხადურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. 

შეხვედრა  EBRD - Sputnik საქართველო
KFW–მ საქართველოს ენერგეტიკაში 300მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა

 შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, მსოფლიო ბანკთან ერთად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგოდამოუკიდებლობისა და სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0