საქართველოს ენერგეტიკაში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო

© https://www.facebook.com/PartnershipFund?fref=photoირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აშენდა 9 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მეგავატია; დასრულდა გარდაბნის 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა; მშენებლობის პროცესშია 16 ჰიდროელექტროსადგური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკაში 400 მილიონ დოლარამდეა ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნენსკრა ჰესის მაღალმთიან სვანეთში პრაქტიკული რეალიზაციის პროექტის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. 

 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.

 „აშენდა 9 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მეგავატია; დასრულდა გარდაბნის 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა; მშენებლობის პროცესშია 16 ჰიდროელექტროსადგური; 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ენერგეტიკაში 400 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ყველა ახალი ამბავი
0