საქართველო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დადებით დასკვნას ზეიმობს

© photo: Sputnikპლაკატი "ევროპისკენ"
პლაკატი ევროპისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველომ წარმოდგენილი ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

თბილისი, 19 დეკემბერი  — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ აღფრთოვანებით შეხვდა: თბილისის ქუჩებში ავტოკოლონები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მოძრაობდნენ, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობები და სახელმწიფო შენობები. 

მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში სამი თვის ვადით

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა ევროკომისიის დასკვნა ვიზების გაუქმებაზე

შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.   აღნიშნული წინადადება განსახილველად ევროპარლამენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც მას ევროსაბჭოს წარუდგენენ. ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის რეგლამენტში ცვლილებები შევა. და მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროკომისიაში ასევე დააკონკრეტეს, რომ ვიზების აკრძალვა სამუშაოსმაძიებელ პირებზე არ გავრცელდება.

ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო  დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. 

2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ" და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებები. ამის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან განცხადებები გაკეთდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან მიმართებით ახალ ეტაპზე გადადიან. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყეს. 

სადღესასწაულო განწყობა

პარასკევს, საღამოს თბილისის ანძა სიმბოლურად ლურჯ — ევროკავშირის დროშის — ფერში განათდა, ამ ფერში იყო განათებული თბილისის  მშვიდობის ხიდი, რამდენიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის მთავრობის კანცელარია. ავტოკოლონები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და სირენებით ქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ.

სადღესასწაულო განწყობა სუფევდა ქვეყნის რეგიონებშიც — ლურჯ ფერში იყო განათებული ქალაქების ღირსშესანიშნაობები.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ არ იცის რა რაოდენობით საქართველოს მოქალაქე ჩავა ევროკავშირში

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი თუ რომელ ქვეყნებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში უვიზოდ მიმოსვლა.

ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.

მილოცვა და გაფრთხილება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მიესალმება.

„მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი სიტყვებით, „ ჩვენ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს განსაზღვრავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის დასკვნას „ისტორიული“ უწოდა.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში.  მიუხედავად სხვადასხვა სახის წინააღმდეგობებისა, მთავრობისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ახალი ეტაპი იწყება და საქართველოსთვის სრულიად სხვა შესაძლებლობების გზა იხსნება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, „ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ყველა ეტაპზე, ქალაქების დამეგობრება, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, ევროპულ ასოციაციის წევრობა, თავისუფალი ვაჭრობა — ყოველივე ეს მოკლე პერიოდში აბსოლუტურად ახალ, უფრო ღრმა და გააზრებულ განზომილებაში გადავა“. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ საქართველომ ცივილიზაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც.“. უსუფაშვილის განმარტებით, „სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. 


ყველა ახალი ამბავი
0