https://sputnik-georgia.com/20151218/229522561.html
ღარიბაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს განსაზღვრავს
ღარიბაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს განსაზღვრავს
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და... 18.12.2015-ს, Sputnik საქართველო
2015-12-18T17:58+0400
2015-12-18T17:58+0400
2021-10-19T15:47+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22913/70/229137032_0:38:2048:1190_1920x0_80_0_0_babe209b3a7f00430bb6a2b9882f8ec5.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2015
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22913/70/229137032_206:0:1842:1227_1920x0_80_0_0_b1442ad79ca5d238069c027690c0f9c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ღარიბაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს განსაზღვრავს
17:58 18.12.2015 (განახლებულია: 15:47 19.10.2021) ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ კარგი შედეგი მიიღო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, — განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს18 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
ევროკომისიამ სწორედ დღეს გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო და დადებითი დასკვნა.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა“, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ევროკომისია საკანონმდებლო წინადადების წარდგენას სავიზო რეგულაციების შეცვლის შესახებ, 2016 წლის დასაწყისში აპირებს.