საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დასკვნას მიესალმება

© facebook.com/Margvelashviliევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა
ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების ამოცანაა ვიზალიბერალიზაციის პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ღირსეულად გაიაროს.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მიესალმება.

ევროკომისიამ პარასკევს, 18 დეკემბერს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საბოლოო, დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

ევროკავშირი - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა

 „მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია. საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.  

ამ ეტაპზე ხელისუფლების ამოცანაა ვიზალიბერალიზაციის პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ღირსეულად გაიაროს.

„დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის… ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, მოხსენებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამშაბათს, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების მიზეზი ტექნიკური ხასიათის იყო, რომელიც საქართველოს არ უკავშირდება.


ყველა ახალი ამბავი
0