ბურჯანაძე: ევროკომისიის ანგარიში მხოლოდ ტექნიკური დეტალია

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვიზების გაუქმებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო იქნება საჭირო, განსაკუთრებით იმ პრობლემების ფონზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ტექნიკური დეტალია. შემდეგ აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება, თვლის საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

ევროკომისიამ 18 დეკემბერს, პარასკევს, გამოაქვეყნა საბოლოო  დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 

სამეფო სასახლე ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება

„ძალიან კარგია, თუ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც თვითონ ამბობენ საშინაო დავალება შეასრულა, როგოერც პირველკლასელმა. მე მხოლოდ მივესალმები ამას. დასკვნა — ეს ტექნიკური დეტალია, რომელსაც ძალიან სერიოზული პოლირტიკური ეტაპი უნდა მოყვეს გადაწყვეტილების მიღების. ეს ეტაპი არ იქნება მოკლევადიანი და ჩვენი მოსახლეობა არ უნდა ელოდოს, რომ პირველი იანვრიდან ჩვენ ევროპაში ვიზების გარესე ვივლით. ეს ასე არ არის. პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დროა საჭირო. ეჭვი მაქვს, რომ იმ პრობლემების ფონზე, რის წინაშეც დღეს ევროპა დგას, ეს ვადა გაიზრდება“, — განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე. 

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს, ბურჯანაძის თქმით, პოზიტივთან ერთად შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც მოყვეს.

„ჩვენი მოქალაქეების  აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა ძალიან გაჭირვებულია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამან შესაძლოა მძიმე დემოგრაფიული შედეგები მოიტანოს საქართველოსთვის. მსგავსი მაგალითი გვაქვს ბალტიისპირეთში, სადაც მოსახლეობის 30%-მა პრაქტიკულად მიატოვა ქვეყანა. თუ პროცესი ამ მიმართულებით წავა, რა თქმა უნდა ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება“, — განაცხადა ბურჯანაძემ. 

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკომისარი: ვიზების გაუქმება ევროპაში სამუშაოს მაძიებლებს არ შეეხებათ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროპარლამენტს სპეციალურ რეგლამენტს წარუდგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია სესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველო შეიყვანონ იმ სახელმწიფოების ნუსხაში, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ქვეყნების მოსანახულებლად  სავიზო პროცედურების გავლა არ სჭირდებათ.


ყველა ახალი ამბავი
0