თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიამ განაცხადა საქართველოს მიერ ყველა მოთხოვნის შესრულების შესახებ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გადასვლისათვის და ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, 2016 წლის დასაწყისში, წარადგენს რეკომენდაციებს, ევროკავშირის სავიზო რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, ნათქვამია ევროკავშირის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული მოხსენების საბოლოო ვერისაში.
„კომისია თვლის, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის ოთხ ბლოკს. იღებს რა მხედველობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარმოადგენს ნორმატიულ წინადადებებს 539/2001რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე“, — ნათქვამია მოხსენების ტექსტში.
2001 წლის 15 მარტის რეგლამენტი 539/2001შეიცავს იმ მესამე ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც სჭირდებათ ვიზები ევროკავშირში შესასვლელად და იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც ამ მოთხოვნას არ უყენებენ.