ევროკომისარი: ვიზების გაუქმება ევროპაში სამუშაოს მაძიებლებს არ შეეხებათ

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამონაკლისები სავიზო რეჟიმში შეეხება მხოლოდ მოკლე ვიზიტებს - 90 დღემდე 180 დღის პერიოდში და ეს არ შეეხება პირებს, რომლებიც ანაზღაურებად საქმიანობას ეწევიან, განაცხადა ავრამოპულოსმა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ვიზების გაუქმება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში შესვლისას, არ შეეხებათ იქ სამუშაოდ შესულ პირებს, განაცხადა პარასკევს ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა. 

მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში, ევროკომისია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს და ევროპარლამენტს  შესთავაზებს წინადადებებს, რათა შეიყვანონ ისინი იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც შეუძლიათ ვიზების გარეშე შესვლა ევროკავშირში. ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საბოლოოდ უვიზო შესვლა შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვის შემდეგ. 

„გამონაკლისები სავიზო რეჟიმში შეეხება მხოლოდ მოკლე ვიზიტებს — 90 დღემდე 180 დღის პერიოდში და ეს არ შეეხება პირებს, რომლებიც ანაზღაურებად საქმიანობას ეწევიან. ეს შეეხება მაგალითად ტურისტულ ვიზებს, მოკლე სტაჟირებებს, სწავლას, საქმიან ვიზიტებს, მონაწილეობას ბაზრობებსა და კონფერენციებში. გზა ხსნილია ასეთი მიზნებისათვის“, — აუხსნა ჟურნალისტებს ავრამოპულოსმა ბრიუსელში. 


ყველა ახალი ამბავი
0