ფეხბურთში საქართველოს თასის ნახევარფინალისტები ცნობილია

© http://gff.ge/ka/გულშემატკივრები სტადიონზე
გულშემატკივრები სტადიონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის თასის ¼ ფინალის საპასუხო მატჩებით კალენდარული საფეხბურთო სეზონი დასრულდა, რომელიც თებერვლის ბოლოს ეროვნული პირველობის მატჩებით განახლდება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ¼ ფინალის საპასუხო მატჩებში ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

„ჩიხურამ“ პირველ მატჩში „შუქურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო და ქობულეთში აშკარა ფავორიტის სახით ჩავიდა. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ორი ბურთის დეფიციტის შევსებას ცდილობდნენ, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. უფრო მეტიც, 72–ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ „ჩიხურა“ დააწინაურა და ფაქტობრივად, ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. მასპინძლების ერთადერთი პასუხი ელგუჯა ლობჟანიძის გოლი გახდა. ფრემ 1:1 საჩხერის გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
უმაღლესი ლიგის კლუბები დაჯარიმდნენ

თბილისური კლუბი „ვით–ჯორჯია“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი გახდა, რომელიც ქვეყნის თასის ნახევარფინალში გავიდა. „ზუგდიდის“ წინააღმდეგ საპასუხო მატჩში დედაქალაქლებმა მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვეს – პირველი ტაიმის ბოლოს ვანო კურდღელაშვილმა გაიტანა ბურთი. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შეხვედრა ანალოგიური ანგარიშით, ოღონდ „ზუგდიდის“ გამარჯვებით დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით 30 წუთშიც ვერ მოხერხდა გამარჯვებულის გამოვლენა, ამიტომ მატჩის შემდეგ პენალტების სერია გაიმართა, სადაც 5:3 „ვიტ–ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.

180 წუთის განმავლობაში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული „სიონისა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებაშიც. ორივე შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. 11–მეტრიანი დარტყმების სერიაში ბოლნისელებმა 2:0 მოიგეს. უნდა აღინიშნოს, რომ „სამტრედიელებმა“ ოთხი დარტყმიდან ვერც ერთის რეალიზება ვერ მოახდინეს.

ფეხბურთი: თბილისის დინამო – სუპერთასი 2015–ის მფლობელი - Sputnik საქართველო
თბილისის "დინამო" ფეხბურთში ზამთრის ჩემპიონი გახდა

ნახევარფინალის საგზური საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა თბილისის „დინამომაც“ მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა პირველ თამაშში „ტორპედოს“ 1:0 სძლია. მეორე შეხვედრის მე–18 წუთზე დედაქალაქელი გულშემატკივარი გიორგი ქვილითაიას გოლმა გაახარა, რამაც ორრაუნდიანი შეხვედრის შედეგი გადაწყვიტა.  სტუმრებს ხელი არ ჩაუქნევიათ და გაბრიელ საღრიშვილმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. მათ გამარჯვებისთვის კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდათ, მაგრამ 70–ე წუთზე ანრი ჭიჭინაძემ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მათე ცინცაძემ პენალტი გაიტანა.

შედეგად, „დინამოელებმა“ დამაჯერებლად – 2:1 გაიმარჯვეს და საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ.

საქართველოს თასის ¼ ფინალის საპასუხო მატჩების შედეგები:

„შუქურა“ – „ჩიხურა“ – 1:1 (პირველი შეხვედრა 0:2)

„სიონი“ – „სამტრედია“ – 0:0 (პენალტები – 2:0) (პირველი შეხვედრა 0:0)

„ვიტ–ჯორჯია“ – „ზუგდიდი“ 1:0 (პენალტები 5:3) (პირველი შეხვედრა 0:0)

თბილისის „დინამო“ – „ტორპედო“ – 2:1 (პირველი შეხვედრა 1:0)

 

 

ქვეყნის თასის ¼ ფინალის საპასუხო მატჩებით კალენდარული საფეხბურთო სეზონი დასრულდა, რომელიც თებერვლის ბოლოს ეროვნული პირველობის მატჩებით განახლდება.


ყველა ახალი ამბავი
0