თბილისის "დინამო" ფეხბურთში ზამთრის ჩემპიონი გახდა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialფეხბურთი: თბილისის "დინამო" – სუპერთასი 2015–ის მფლობელი
ფეხბურთი: თბილისის დინამო – სუპერთასი 2015–ის მფლობელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე მომავალი წლის თებერვალში დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისის "დინამომ" საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 2015/2016 სეზონის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

XV ტურში, რომელიც ჩემპიონატის პირველ ნახევარს აჯამებდა, დედაქალაქის კლუბს, სულ ცოტა, ფრე უნდა ეთამაშა "შუქურასთან", რათა ზამთრის შესვენებაზე ლიდერის რანგით გასულიყო. მაგრამ "დინამომ" ამოცანა კიდევ უფრო უკეთ  შეასრულა და გაიმარჯვა ანგარიშით 3:1.

33 წუთზე გიორგი ქვილითაია, ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმო მოედანზე შეიჭრა და ჩემპიონატზე მე–12 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა, გიორგი ჩელებაძის ძალისხმევით, ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ შეხვედრის დასასრული მაინც გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გიორგი გურულმა 82–ე წუთზე და ჯაბა ჯიღაურმა 89–ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი დაამყარეს "დინამოსთვის" ყველა ტურნირში მიყოლებით მე–9 გამარჯვების მოპოვებით.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეთოთხმეტე ტურის ანონსი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ", როდესაც შეიტყო თუ როგორ ითამაშა მისმა მთავარმა კონკურენტმა ტიტულისათვის ბრძოლაში, მოულოდნელად ანგარიშით 1:1 ითამაშა ჩემპიონატის აუტსაიდერ "ზუგდიდთან". მასპინძლები მესამე წუთზე ნიკა ნარმანიას ზუსტი დარტყმის მეშვეობით დაწინაურდნენ. იმისათვის, რომ დამარცხება თავიდან აერიდებინა, დილას სათამაშო დროის ერთ საათზე მეტი დასჭირდა. 11 მეტრიანი შეასრულა ირაკლი მოდებაძემ. თამაში გუნდებმა შემცირებული სემადგენლობებით დაასრულეს. მასპინძლების გუნდში წითელი ბარათი მიიღო ლევან წურწუმიამ, ხოლო სტუმრების გუნდში – გივი ქარქუზაშვილმა.

XV ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა ბოლნისში, სადაც ადგილობრივმა "სიონმა" "სამტრედიას" უმასპინძლა. "ექვს ქულიან" თამაშში ორივე გუნდი ზემოტივირებული იყო. ბრძოლის დაწყებისწინ მასპინძელთა აქტივში 29 ქულა იყო და ისინი ჩემპიონატის ჯგუფში ლიდერის პოზიციას იკავებდნენ. "სამტრედია", რომელსაც 4 ქულით ნაკლები ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა ამ სხვაობის შემცირებას და მეორე წრეზე ევროთასებისათვის ბრძოლაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას.

მაგრამ ან "სიონმა" ვერ შეძლო "დინამოს" მიერ ანგარიშით 2:5 განადგურების თავიდან აცილება წინა ტურში, ან სტუმრების მოტივაცია უფრო მყარი იყო, ასეა თუ ისე სტუმრებმა მატჩის დასასრული პირველსავე ტაიმში განსაზღვრეს. ირაკლი სიხარულიძემ და ბუდუ ზივზივაძემ, 6 წუთის ინტერვალით, გაიტანეს "სამტრედიის" შემადგენლობაში. ბოლნისის ფეხბურთელებს არ უშველა რაოდენობრივმა უპირატესობამაც. 35–ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს გაბრიელ ტაბიძე. სიტუაციის გამოსასწრობელად ვარლამ კილასონიას გუნდს თამაშის თითქმის ერთი საათი ჰქონდა. თუმცა შესაძლო კონტრშეტევები მათ მაინც ვერ განახორციელეს და მეორე შეხვედრა  წააგეს მიყოლებით.

საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს თასის ¼ ფინალის პირველი მატჩები ჩატარდა

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი წრის შემაჯამებელი ტური საკმაოდ იშვიათი გამოვიდა. 8 თამაშიდან მასპინძლებს არცერთში არ გაუმარჯვიათ, მხოლოდ სამჯერ ითამაშეს ფრე. ყველაზე კოლორიტული ფრე შედგა თბილისში, სადაც ადგილობრივმა "ლოკომოტივმა" "ტორპედოსთან" 4:4 ითამაშა. გიორგი კოხრეიძემ დედაქალაქის გუნდის შემადგენლობაში დუბლის შესრულებით გამოიჩინა თავი, სტუმრებიდან კი მის წამოწყებას მხარი აუბა ლაშა შინდაგორიძემ.

XV ტურის მატჩების შედეგები:
"გურია" – "კოლხეთი" 1:1

"ლოკომოტივი" – "ცხინვალი" 0:1

"შუქურა" – "დინამო" თბილისი 1:3

"მერანი" – "დინამო" ბათუმი 0:4

"საბურთალო" – "ტორპედო" 4:4

"საპოვნელა" – "ჩუხურა" 0:2

"სიონი" – "სამტრედია" 0:2

"ზუგდიდი" – "გორი" 1:1

ჩემპიონატის პირველი ნახევრის მონაცემებით საუკეთესო ბომბარდირი გახდა "ცხინვალის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა. მის ანგარიშზე 13 გოლია. შემდეგი ადგილები გაინაწილეს: გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბილისი) – 12 გოლი და ოთარ მარცვალაძე ("დილა")  –11 გოლი.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე მომავალი წლის თებერვალში დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

ყველა ახალი ამბავი
0