საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეთოთხმეტე ტურის ანონსი

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficial?fref=tsფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი შეხვედრა თბილისში გაიმართება. ადგილობრივი „დინამოელები“, რომლებიც სატურნირო ცხრილის თავში დგანან, მესამე ადგილზე მყოფ „სიონს“ უმასპინძლებენ.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გასულ კვირაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შვიდმა გუნდმა გამართა საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩები. ამით აიხსნება ის, რომ მე–14 ტურის თამაშები ტარდება არა შაბათ–კვირას, არამედ კვირასა და ორშაბათს. 

დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი შეხვედრა თბილისში გაიმართება. ადგილობრივი „დინამოელები“, რომლებიც სატურნირო ცხრილის თავში დგანან, მესამე ადგილზე მყოფ „სიონს“ უმასპინძლებენ. 

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. „დინამომ“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო და 14 გოლი გაიტანა. ხოლო „სიონმა“ ოთხჯერ გაიმარჯვა და ბურთი18–ჯერ შეაგდო მოწინააღმდეგის კარში.  

მიუხედავად ცხრილში მარალი ადგილისა და წარმატებისა, ბოლნისელ ფეხბურთელებს დღეს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. „დინამოებეთან“ შეხვედრების სტატისტიკა მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს. 54 თამაშიდან გამარჯვება 44–ჯერ ერგო წილად „დინამოს“, და მხოლოდ 7–ჯერ „სიონს“. ამასთან, სტუმრებს ორი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემა აქთ. დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ვერ შეძლებენ მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი და ცენტრალური ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი. 

ლიდერების თამაშით შეუძლია ისარგებლოს „ცხინვალმა“, რომელიც ჩემპიონატის ერთ–ერთ აუტსაიდერს, „საპოვნელას“ ხვდება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. იმ შემთხვევაში, თუ „სიონი“ დამარცხდება, ხოლო „ცხინვალი“ გაიმარჯვებს, ეს უკანასკნელი 29 ქულას დააგროვებს და ამ მაჩვენებლით ბოლნისის გუნდს გაუთანაბრდება. ეს ორი გუნდი აქამდე არასდროს შეხვედრია ერთმანეთს. 

საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს თასის ¼ ფინალის პირველი მატჩები ჩატარდა

სხვა შემთხვევაში საინტერესო და დაძაბული იქნებოდა ფოთში გამართული შეხვედრა, სადაც „მეგრული დერბი“ შედგება ადგილობრივ „კოლხეთსა“ და „ზუგდიდს“ შორის. 

„კოლხეთშ“ ამჟამად სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს — ფეხბურთელებს ხელფასი უკვე ხუთი თვეა არ აუღიათ. როგორ იმოქმედებს მათზე ეს ფაქტორი, ძნელი სათქმელია. 

მეორე მხრივ, „ზუგდიდი“ თავგანწირვით იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ჩატარებული 13 ტურის შემდეგ მათ აქტივში მხოლოდ 6 ქულაა. 

ქუთაისში ერთმანეთს შეხვდებიან „ტორპედო“ და „ლოკომოტივი“, რაც საქართველოს ჩემპიონატში ორი უცხოელი მწვრთნელის — უკრაინელი ალექსანდრ შტელინისა და ესპანელი ჟერარდ სარაგოსას დუელად იქცევა. ორივე მწვრთნელი გუნდებს სეზონის შუაგულში ჩაუდგა სათავეში. 

ტური ორშაბათს დასრულდება „დილისა“ და „მერანის“ შხვედრით. 

რაც შეეხება ბომბარდირთა სიას, აღსანიშნავია, რომ ერთდროულად სამ მოთამაშეს აქვს 10–10 ქულა საკუთარ აქტივში: ოთარ მარცვალაძეს („დილა“), გიორგი ქვილითაიას („დინამო“ თბილისი) და ნიკა კაჭარავას („ცხინვალი“).

მე–14 ტურის მატჩების განრიგი:

„ჩიხურა“ — „შუქურა“

„დინამო“ ბათუმი — „საბურთალო“

ცხინვალი“ — საპოვნელა“

„კოლხეთი“ — ზუგდიდი“

სამტრედია“ — „გურია“

ტორპედო“ — „ლოკომოტივი“

„დინამო“ თბილისი — „სიონი“

„დილა“ — „მერანი“


ყველა ახალი ამბავი
0