ბაღათურია: საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება

გამოწერა
პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მომავალ წელს საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება და რუსულ–ქართული მუშა ჯგუფი საქმიანობას შეუდგება.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მომავალ წელს საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ამოქმედდება, — განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ რუსეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას. 

ბაღათურია 8–11 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც შეხვედრები გამართა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოში. 

„გადავწყვიტეთ, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ჯანსაღი ძალების კონნსოლიდაცია მოვახდინოთ. სწორედ ამ მიზნით გაიხსნება რუსეთის სამეკავშირეო ოფისი. საქართველოსი წარმატებულ;ად საქმიანობს ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ჩვენ ჯანსაღი დიალოგი და კონსულტაციები გვაქვს და მიგვაჩნია, რომ სანამ ხელისუფლება „დასავლური შიშებით“ არის დაკომპლექსებული, ინიციატივას გამოვიჩენთ“, — განაცხადა ბაღათურიამ. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
"ქართული დასი": ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო რუსეთთან უნდა გაერთიანდეს

მისი თქმით, რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ითანამშრომლებს ქართულ–რუსულ მუშა ჯგუფთან, რომელიც ახალ წლამდე ჩამოყალიბდება. 

„რუს კოლეგებთან მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნება ქართულ–რუსული მუშა ჯგუფი, რომელიც საქრათველოსა და რუსეთს შორის სამეკავშირეო ურთიერთობების აღდგენის პროექტზე დაიწყებს მუშაობას“, — აღნიშნა ბაღათურიამ.  

პოლიტიკოსის თქმით, ჯგუფის პირველი სხდომა იანვრის ბოლოს გაიმართება. 

ქართველი პოლიტიკოსი: თურქეთმა სახე გამოაჩინა - Sputnik საქართველო
ჯონდი ბაღათურია: თურქეთმა სახე გამოაჩინა

„ეს შეთანხმება რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოში იქნა მიღწეული, სადაც ძალიან ძლიერი პოლიტიკოსები და ექსპერტები არიან წარმოდგენილები. ამ საკითხებს კოორდინირებას გაუწევს ანდრეი კორტუნოვი, რომელიც საბჭოს გენერალური დირექტორი გახლავთ“, — განაცხადა ბაღათურიამ. 

ახალ წლამდე ცნობილი გახდება ქართულ–რუსული ჯგუფის პირველი სხდომის თარიღი, ადგილი, ფორმატი და შემადგენლობა. 

ეს ბაღათურიას რუსეთში პირველი ვიზიტი არ გახლავთ. მიმდინარე წლის სექტემბერში იგი მოსკოვს სამდღიანი ვიზიტით ეწვია, სადაც რიგი შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, კულტურული  და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ქართული დიასპორის  წარმომადგენლებთან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0