ქართული ოპოზიციური პარტია "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსულ სუ–24–თან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
"თურქეთმა დიდი შეცდომა დაუშვა… ამით მან საკუთარი სახე აჩვენა და დამტკიცდა მოსაზრება, რომ თურქეთი სირიაში არსებულ რადიკალურ ფორმირებებს მხარს უჭერს", – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თურქეთი "ახალგაზრდობის რადიკალიზაციას" საქართველოშიც ეწევა.
"თურქეთი ეწევა პროპაგანდას, რომელიც ჩვენი მოსახლეობისა თუ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მოქალაქეების რადიკალიზაციას ემსახურება, შემდეგ კი თურქეთი ამ ადამიანებს საკუთარ ტერიტორიაზე გადასვლას უზრუნველყოფს, თურქეთიდან კი – სირიაში", – ადასტურებს პოლიტიკოსი.