თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველომ თავისი ქმედებები რუსეთთან კოორდინირებულად უნდა განახორციელოს, ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ქართული დასის“ მიერ გავეცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შეიძინა.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეგიონში ეფექტურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ახორციელებს, რუსეთის ფედერაციაა. მე მოგიწოდებთ თქვენ (ხელისუფლებას — რედ.) დააწესოთ თურქეთის საზღვარზე რეალური კონტროლი, დაუყოვნებლივ აღდგინოთ კავშირი და კოორდინაცია რუსეთთან და მხარი დაუჭიროთ რუსეთის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულ დასი“ მხარდაჭერას უცხადებს რუს ხალხს და რუსეთის ხელისუფლებას, აღნიშნულია განცხადებაში.
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, გამკაცრდა სავიზო კონტროლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში.
შსს-ს გადაწყვეტილებით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მობილიზებულია დამატებითი ზალები.
„ქართული დასი“, რომლის ლიდერიც ჯონდი ბაღათურიაა, 2008 წელს დარეგისტრირდა როგორც პოლიტიკური პარტია. ამავე წელს პარტიამ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, გადალახა მინიმალური ზღვარი და პარლამენტში მოხვდა.
ბოლო მონაცემებით „ქართული დასში“ რვა ათასი ადამიანია გაწევრიანებული. პოლიტიკური პარტია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.