დაიწყო გაზსადენ თაპი-ს მშენებლობა

© photo: Sputnik / Эдуард Котляков / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზსადენი თაპი (თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი) თურქმენეთის ყველაზე მსხვილ გაზის საბადოსთან — გალკინიშთან იღებს სათავეს და მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 1814 კმ-ა. გაზსადენის სიმძლავრე 33 მლრდ კუბერ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს წელიწადში.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თურქმენეთმა კვირას თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (თაპი) გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ამის პარალელურად ის ქვეყნის უმსხვილესი გაზის საბადოს — „გალკინიშის“ ათვისების  მესამე ეტაპსაც ახორციელებს, რომლიდანაც შეივსება კიდეც თაპი რესურსით. 

გაზსადენის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში, რომელიც ქალაქ მარის სიახლოვეს გაიმართა, მონაწილეობდნენ: თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, ავღანეთის პრეზიდენტი მოჰამად აშფარ განი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი და ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად ჰამიდ ანსარი. 

თაპი-ს თურქმენულ მონაკვეთს, რომლის სიგრძეც 214 კმ-ა, ორი სახელმწიფო კონცერნი: „თურქმენგაზი“ და „თურქმენნავთობგაზმშენი“ ააგებს.  

გაზის საბადოს ათვისების მესამე ეტაპს იაპონურ-თურქული კომპანიების: JGC, Mitsubishi, Itochi, Chiyoda, Sojitz, Chalik Group და Ronesans-ის კონსორციუმი განახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლე აშხაბადში - Sputnik საქართველო
საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა აშხაბადში მოლაპარაკებები გამართეს

თაპი-ს გახსნის ცერემონიაზე ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზაცია უდიდეს შემოსავლებს მოუტანს არა მხოლოდ გაზის ექსპორტიორებს, სატრანზიტო ქვეყნებსა და მომხმარებლებს, არამედ მძლავრ იმპულსს მისცემს მშვიდობის გამყარებას, სტაბილურობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას რეგიონში. თურქმენეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ თაპი-ს მშენებლობა  2019 წლის დეკემშერში დასრულებული იქნება. 

მოჰამად აშფარ განიმ აღნიშნა, რომ თაპი იქნება ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ აზიას დააკავშირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტის რეალიზაციით პროექტის მონაწილეები მსოფლიოს საკუთარ პოლიტიკურ ნებას — ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების სურვილს აცნობებენ. 

მოჰამად ჰამიდ ანსარიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ თაპი გააერთიანებს რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მისი სასიკეთო გავლენა ბენგალის შესართავიდან კასპიის ზღვამდე გავრცელდება. 

ნავაზ შარიფმა გაზსადენის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თაპი-ს მშენებლობა რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის აქამდე უნახავ პერსპექტივებს გადაშლის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის რეალიზაცია თურქმენეთის პრეზიდენტის ენერგიულობისა და დაჟინების წყალობით გახდა შესაძლებელი და მადლობა მოახსენა მას ამისათვის. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილის პროგნოზით, საქართველოში ირანული გაზი შემოვა

ამის შემდეგ თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს გაზის გადამამუშავებელი საწარმოს ფუნდამენტის ჩასხმისა და  ასევე მილების პირველი შედუღების სიმბოლურ ცერემონიალში. ბოლოს ბერდიმუჰამედოვმა და მისმა სტუმრებმა გაზსადენის პირველ მილზე საკუთარი ავტოგრაფები დატოვეს. 

გაზსადენ თაპი თურქმენეთის ყველაზე მსხვილ გაზის საბადოსთან — გალკინიშთან იღებს სათავეს და მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 1814 კმ-ა. გაზსადენი გაივლის ავღანეთის ქალაქებზე — ყანდაგარსა და გერათზე, პაკისტანის ქვეტასა და მულთანზე და პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მდებარე ფაზილქამდე მივა.  ამასთან, მაგისტრალის 214 კმ თურქმენეთის ტერიტორიაზე გავა, 773 — ავღანეთის ტერიტორიაზე და 827 — პაკისტანის ტერიტორიაზე. გაზსადენის სიმძლავრე 33 მლრდ კუბერ მეტრ  ბუნებრივ აირს შეადგენს წელიწადში. თაპი-ს პროექტი მოიწონეს როგორც რუსეთმა და აშშ-მა, ისე სხვა სახელმწიფოებმა და ასევე საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის,ა ზიის განვითარების ბანკმა. 


ყველა ახალი ამბავი
0