თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტის ტეიპ ერდოღანის ვაჟი 35 წლის ბილიალ ედორანი უარყოფს მის მონაწილეობას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწოფოსაგან“ ნავთობის უკანონოდ შესყიდვაში.
„ჩვენ სამშენებლო კომპანია გვაქვს. ჩვენ ოფისებს ვაშენებთ სტამბულში. ჩვენ არ გვაქვს ბიზნესი ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიასა და ერაყში“, — უთხრა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს ერდოღანმა, რომელიც ამჟამად ბოლონიაში სწავლობს.
კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ISIS-თან ვაჭრობაში ჩართული იყოს მისი ძმა, ბილიალმა უპასუხა, რომ მის ძმას ნამდვილად აქვს ტვირთების გადაზიდვის ტრანსპორტი, მაგრამ ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნავთობისათვის.
ნოემბრის ბოლოს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა განაცხადა, რომ თვით ერდოღანის შვილი შესაძლოა ჩართული იყოს ISIS-თან ნავთობით უკანონო ვაჭრობაში. მისი თქმით, სწორედ ერდოღანის შვილის ნავთობკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა რუსული თვითმფრინავის Су-24-ის ჩამოგდება სირიის ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Су-24-თან დაკავშირებული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ISIS —ს ნავთობის საბადოები დაიბომბა.
გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოპოვებული ნავთობი თურქეთის ტერიტორიაზე ხვდება. ამასთან ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომელზეც, რუსი სამხედროების თქმით, ასახული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თურქეთში მიმავალი ბენზინმზიდების კოლონები.