თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნავთობი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ბაზარზე გამოაქვს, თურქეთის ქარხნებს მიეწოდება, განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა.
„დღეს, ჩვენი გადასახედიდან თუ შევხედავთ ვითარებას, შეილება ვთქვათ, რომ რუსეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს არ ყიდულობს, რუსეთი ქურთებს არ ბომბავს. ამ თვალსაზრისით ჩვენს წინ თურქეთია, რომელიც სერიოზული პრობლემა ხდება“, — განაცხადა საფრანგეთის ექსპრემიერმა რადიოსადგურ France Inter —ვის მიცემულ ინტერვიუში.
ფიიონის სიტყვებით, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ „თითქმის ყველა ნავთობი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ჰყიდის, თურქეთის ქარხნებს მიეწოდება“.
საფრანგეთის ექსპრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა იმ სანქციების აკრძალვის აუცილებლობის შესახებ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა შემოღებული, რათა ორივე სახელმწიფომ ერთობლივი ძალებით იბრძოლონ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ.