ასადი მიიჩნევს, რომ თურქეთი სირიის კრიზისში უარყოფით როლს ასრულებს

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიბაშარ ასადი
ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი სირიის კრიზისის განვითარებაში ყველაზე უარყოფით როლს ასრულებს, განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა და ეს იმით ახსნა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფება „ჯებჰათ ან–ნუსრასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერს მხარს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიიჩნევს, რომ ანკარა, მხარს უჭერს რა ტერორისტულ დაჯგუფება „ჯებჰათ ან–ნუსრასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“, ყველაზე უარყოფით როლს ასრულებს სირიის კრიზისში.

„თურქეთი ჩვენს კრიზისში ყველაზე უარყოფით როლს ასრულებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ერდოღანსა და დავითოღლუს. იდეოლოგია, რომელსაც ისინი გულში ატარებენ, ეს „მუსლიმი ძმების“ იდეოლოგიაა“, — განაცხადა ასადმა ფრანგული ჟურნალის „ვალერ აქტუელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 

ასადმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის ქმედებები, საუდის არბეთსა და კატართან შედარებით, „მთლიანობაში, ყველაზე საშიშ როლს ასრულებს, რამდენადაც თურქეთი ამ ტერორისტებს ყველანაირად ეხმარება. ზოგი ქვეყანა მხარს უჭერს „ჯებჰათ ან–ნუსრას“, რომელიც „ალ–ქაიდასთან“ კავშირშია, სხვები — „ისლამურ სახელმწიფოს“, ამ დროს კი თურქეთი ორივე დაჯგუფებას და სხვა ბანდფორმირებებსაც უჭერს მხარს. ის მათ ეხმარება ადამიანური რესურსებით, შეიარაღებით, ფინანსებით, დაზვერვით და ყველა აუცილებელი მონაცემით… „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობს თურქეთზე ყიდის“, — ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს სირიის ეროვნული სააგენტო „სანა“.


ყველა ახალი ამბავი
0