თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანული გამოცემა Guardian-მა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც სირიისა და ერაყის ტერიტორიების კონტროლის პრინციპებია ასახული, რომლის თამახმად, ტერორისტების მთავარ ფინანსურ წყაროს ნავთობი, ბუნებრივი აირი და ოქრო წარმოადგენს.
გამოცემის თანახმად, ტერორისტების მოქმედებები ერაყში საომარი ოპერაციებით შემოიფარგლება, რომელიც „აშშ-სა და მისი მოკავშირეების ობიექტების ლიკვიდირებას გულისხმობს“. სირიასთან მიმართებით, გეგმაში ნათქვამია, რომ დაიშმა „მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასადის (პრეზიდენტი ბაშარ ასადი) მმართველობის დანგრევასა და ჩამოშლაში“.
გარდა ამისა, გეგმის ერთ ქვეთავში საუბარია ძირითად კომპონენტებსა და დაფინასების წყაროებზე როგორც შიდა ისე საგარეო ოპერაციებში.
„ისინი (დაფინანსების წყაროები და კომპონენტები) საკუთარ თავში მოიცავენ ნავთობს და ბუნებრივ აირს, ყველაფერს, ოქროს ჩათვლით, რითაც ეს ტერიტორია მდიდარია, რაც არ ფუჭდება და ფასი არ გასდის“, — ავრცელებსგაზეთი დაიშის გეგმის ამონარიდს.
თავად გამოცემა არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდან მოხვდა მის ხელში ეს დოკუმენტი.
ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფო”, დღეს, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყის და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობენ.
კოალიცია, აშშ-ის მეთაურობით, 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე საომარ ოპერაციებს, რომელიც სირიის ხელისუფლებასთან შეთამხმებული არ არის.
რუსეთმა სირიაში ავიადარტყმები 2015 წლის 30 სექტემბერს, პრეზიდენტ ბაშრ ასადის თხოვნით დაიწყო.