ექსპერტები:საქართველო რეგიონულ მოთამაშეებს დაიშთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს

© photo: Sputnikვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი
ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტული შეფასებებით, დაიშის (ე.წ. ისლამური სახელმწიფო) რიგებში დღეს 7–დან 10 ათასამდე პოსტსაბჭოელი იბრძვის, მათ შორის, საქართველოდან სამი რეგიონული დაჯგუფების 400–მდე წარმომადგენელი.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დაიშისგან გამომდინარე საფრთხეებთან გამკლავებაში მსხვილი რეგიონული მოთამაშეების დახმარება დასჭირდება, მათ შორის, რუსეთისაც, — განაცხადა კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორმა შოთა აფხაიძემ მოსკოვსა და თბილისს შორის ვიდეოხიდის მსვლელობისას, რომელიც ეძღვნებოდა თემას „საერთაშორისო ტერორიზმი. საფრთხე „დიდი კავკასიონის“ რეგიონისთვის“. ვიდეოხიდი „რია–ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს, 2 დეკემბერს შედგა. 

4 დეკემბერს საქართველოში უსაფრთოების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე იქნება საუბარი. ეს სხდომა პასუხია ცოტა ხნის წინ ინტერნეტში განთავსებულ იმ  ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც დაიშის ბოევიკები საქართველოში ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

რუშან აბიასოვი - Sputnik საქართველო
რატომ დაერქვა „ისლამურ სახელმწიფოს“ დაიში: ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს

„მხოლოდ სპეცოპერაციებით ფონს ვეღარ გავალთ, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ამ პრობლემასთან  ბრძოლის გამოცდილება. ჩვენ დაგვჭირდება რეგიონული მოთამაშეების დახმარება. ჩვენ უკვე უნდა შევუდგეთ სისტემატურ მუშაობას რეგიონის მსხვილ მოთამაშეებთან, მათ შორის, ირანთან და რუსეთთან. არაფრით არ შეიძლება გავექცეთ თურქეთის ფაქტორს… ჩვენ უნდა დავარწმუნოთ თურქეთი, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხე, დღეს თუ არა ხვალ, თურქეთსაც შეეხება. თუ ერდოღანს ჰგონია, რომ მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები მასიურად შევლენ თურქეთის ტერიტორიაზე, ის ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს, ძალიან მწარედ ცდება. ასე რომ,  ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები“, — აღნიშნა აფხაიძემ. 

ისლამურმა ხალიფატმა საზღვარგარეთ ბაზები და მოქმედი დაჯგუფებები შექმნა, რომლებიც ახლა მძნარე რეჟიმში არიან და როდის ამოქმედდებიან, უცნობია, — აღნიშნა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ. 

„ჩრდილოეთ კავკასიაში ისინი უკვე მოქმედებენ ჩრდილოეთ კავკასიაში. და ის, რომ ახლა დაღესტანსა და ჩეჩნეთში კონტრტერორისტული ოპერაციების რეჟიმია გამოცხადებული, უკვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაჯგუფება „კავკაზი“ და „ვილაიეთ კავკაზი“ მთელი ძალით მოქმედებენ და თუ ახლავე არა, რაღაც დროის მერე, კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ. მით უმეტეს, რომ ახლა რეალური საფრთხე ემუქრება ცენტრალურ აზიას, სადაც ასევე ერთიანდებიან „თალიბანის“ წარმომადგენლები, ერთიანდებიან „ხალიფატის“ წარმომადგენლები და „ალ–ქაიდას“ ნაწილები, რომელიც ჯერაც მოქმედებს ავღანეთის ტერიტორიაზე. მათ ავღანეთის სამი  პროვინცია დაიპყრეს და ახლა ჯგუფდებიან, რათა ახალი ნახტომი გააკეთონ. ასე რომ, ამ კონტექსტში საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს და რეალური ანტიხალიფატური კოალიცია შექმნას, რათა ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ“, — ხაზგასმით აღნიშნა მაისაიამ. 

რუსეთში ბევრი ილუზია ქრება დასავლელ პარტნორებთან ურთიერთქმედების თაობაზე, თუ უკვე საერთოდ და სამუდამოდ არ გაქრა, — აღნიშნა კავკასიის შემსწავლელი ცენტრი ექსპერტმა ანდრეი არეშევმა. 

იმისათვის, რომ ამ საფრთხეებს ერთად აღვუდგეთ წინ, უპირველესად ურთიერთნდობაა აუცილებელი, — თქვა მან. 

ტერორიზმი როგორც კავკასიის საფრთხე - ექსპერტების მოსაზრებები მოსკოვიდან და თბილისიდან - Sputnik საქართველო
ტერორიზმი როგორც კავკასიის საფრთხე - ექსპერტების მოსაზრებები მოსკოვიდან და თბილისიდან

„საქართველოსა და რუსეთს აქვთ რაღაც საერთო ინტერესები. და ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დონეზე ამ პრობლემაზე პირველად არ მსჯელობენ. რუსეთში ამ პრობლემას ანალოგიურად ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, მათ შორის ძალისმიერი წინააღმდეგობის კუთხითაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტივობა ბოლო წლების განმავლობაში შესუსტდა. ეს, რაღა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ერთეული ტერაქტების ალბათობას, შესაძლოა, ხმაურიანი ტერაქტებისაც. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ მათთან შეჯახება კიდევ მოგვიწევს. და მაინც, მნიშვნელოვანია ტენდენცია“, — თქვა არეშევმა. 

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მხოლოდ ტერორიზმზე ვისაუბრებთ და ყურადღებას ტერორისტულ ორგანიზაციებზე გადავიტანთ, ვერ მივიღებთ ადეკვატურ და სწორ პასუხსა და სტრატეგიას, — მიაჩნია რეგიონული უსაფრთოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს, ალექსანდრ რუსეცკის. 

„გეოპოლიტიკური კონფლიქტის ესკალაცია, რაც რეალურად ხდება, სერიოზულ ანალიზსა და ადექვატურ რეაგირებას მოითხოვს. თუ გვსურს, რომ ვითარება რეალურად შევაფასოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ენერგორესურსების, ნავთობისა და გაზის საბადოების, ტრანზიტების გადანაწილების ახალ მცდელობებზე, ვინაიდან ეს ღრმად გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზეზები უდევს საფუძვლად იმ ურთულეს კონფლიქტებს, რომელთაც ათობით ათასი ადამიანი შეეწირა“, — ხაზი გაუსვა რუსეცკიმ. 

მრგვალი მაგიდა რია ნოვოსტის პრესცენტრში - Sputnik საქართველო
აფხაიძე: აშშ არ გადაჭრის დაიშის პრობლემას

ვერსია იმის თაობაზე, რომ ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ აშშ–ის მიერაა ინსპირირებული, ვერ მტკიცდება, ყოველ შემთხვევაში, ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით მაინც, იმიტომ, რომ სახეზეა, ერთი მხრივ, საუდის არაბეთის, ყატარისა და სპარსეთის ყურის სხვა ბევრი, „ნახშირწყალბადოვანი ძერჟავის“ ინტერესები, მეორე მხრივ,  — ირანის, მესამე მხრივ — რუსეთის და მეოთხე მხრივ — აშშ–ის ინტერესები, — მიაჩნია ჟურნალ „ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“ რედაქტორ აჟდარ კურტოვს.  

„ისლამისტ–რადიკალ ტერორისტებს ძირითადი ფინანსური ნაკადები და საკვები წყაროები ჰქონდათ, აქვთ და სამწუხაროდ, კვლავაც ექნებათ, თუ ჩვენ არ მოვიძიებთ ამ წყაროს მოსპობის მეთოდს. ყველაფერი ეს ასევე დაკავშირებულია ნახშირწყალბადების ბაზრებზე არსებულ ახალ ტენდენციებთანაც. თუმცა ვითარება აქ ერთმნიშვნელოვანი არ არის. არსებობს სხვადასხვა ვერსიები და აქაც ხდება არსებითი ცვლილებები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამიტომ იმის თქმით, რომ ყველაფერ ამის უკან მხოლოდ აშშ დგას, ვერ ავხსნით ამ რთულ სურათს“, — თქვა კურტოვმა. 

ექსპერტული შეფასებებით, დაიშის (ე.წ. ისლამური სახელმწიფო) რიგებში დღეს 7–დან 10 ათასამდე პოსტსაბჭოელი იბრძვის, მათ შორის, საქართველოდან სამი რეგიონული დაჯგუფების 400–მდე წარმომადგენელი. 

ყველა ახალი ამბავი
0