თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო გამოვიდა მოწოდებით, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ დაიში დაერქვას. საბჭოს აზრით, დასახელება, რომელიც ბოევიკებმა თავად შეარჩიეს, ისლამისა და სახელმწიფოებრიობის დისკრედიტირებას ახდენს. ამასთან, არაბული აბრევიატურა „დაიში“ ამ ცნებებთან არ ასოცირდება.
„დაიში“ „ისლამური სახელმწიფოს“ არაბული აბრევიატურაა, თუმცა თავად ტერორისტებისთვის ასეთი დასახელება „აგდებულად“ ჟღერს. დაიში შეესაბამება არაბულ სიტყვებს, რომელიც „ფეხებით მსრესავსა“ და „განხეთქილების (ნგრევის) მთესველს“ ნიშნავს.
რუსეთის მუფთების საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე რუშან ხაზრატ აბიასოვმა რადიო Sputnik–ის ეთერში განაცხადა, რომ აბრევიატურა „დაიშს“ უარყოფითი განმარტება აქვს.
„დაიში, ერთი მხრივ, იგივე აბრევიატურაა, ოღონდ არაბულ ენაზე, მაგრამ მას ნეგატიური განმარტება აქვს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის, ისლამის თვალსაზრისით, არეულობის, სისხლის, ბოროტების მომტანნი არიან. რასაც ჩვენ „ფიტნას“ ანუ „ქაოსს“ ვუწოდებთ, ადამიანის მკვლელობაზე უარესია. მათ ამაში უკვე არაერთხელ დასდეს ბრალი“, — განაცხადა რუშან აბიასოვმა.
მისი აზრით, დღეს ნებისმიერ ადამიანს ესმის, რომ ისლამისტებს ისლამთან არანაირი კავშირი არა აქვთ და სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, ამიტომ მათი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოხსენიება არასწორია.
„მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოგვიწოდებს, რომ მათ „იბლისის სახელმწიფო“ ვუწოდოთ. იბლისი — ეს შაითანის, სატანის ერთ–ერთი სახელია. პრინციპში, რასაც ისინი აკეთებენ — ასეთი კერპთაყვანისცემით, გარკვეულწილად სატანიზმით, ვიდრე სულიერებით, არის კიდეც იბლისი. დღეს ვხედავთ, რომ ტერორისტები საკუთარ თავს თავხედურად უწოდებენ „ისლამურ სახელმწიფოს“. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ყველა პოლიტიკოსი, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი აცხადებს, რომ ეს სტრუქტურა, პირველ რიგში, არც ისლამურია და მეორეც — არანაირი სახელმწიფო არ არის. ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ“, — განაცხადა რუშან ხაზრატ აბიასოვმა.
ის მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „დაიშით“ ჩანაცვლება ახალგაზრდების აღზრდაზეც დადებითად აისახება.
„თუ მათ „ისლამურს“ არ ვუწოდებთ, გარკვეულწილად, ჩვენს ახალგაზრდობასაც დავიცავთ, რადგანაც, მათი აზრით, ეგრეთ წოდებულ, იდეოლოგიურ შემადგენელს მოვაშორებთ. ისინი დღეს ამ გზას არ დაადგებიან. თუ ვეტყვით მათ, რომ იქ არაფერია საერთო არც ისლამთან, არც მუსლიმებთან, შეიძლება დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ვერ გარკვეულან ვითარებაში და ფიქრობენ, რომ რაღაც სამართლიანობისთვი იბრძვიან“, — დაასკვნა აბიასოვმა.