აფხაიძე: აშშ არ გადაჭრის დაიშის პრობლემას

© photo: Sputnikმრგვალი მაგიდა "რია ნოვოსტის" პრესცენტრში
მრგვალი მაგიდა რია ნოვოსტის პრესცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს კომპლექსური სტრატეგია და მიდგომა, ვინაიდან რეგიონის სახელმწიფოები დაიშისგან მომდინარე საფრთხეს ცალცალკე ვერ გაუმკლავდებიან.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ს ხელს არ აძლევს საქართველოში ეგრეთ წოდებული, ისლამური სახელმწიფოს (დაიში) პრობლემებზე საუბარი, — განაცხადა „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა  შოთა აფხაიძემ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქართული საზოგადოების გამოწვევების“ თემას ეძღვნებოდა. მრგვალი მაგიდა „რია–ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა 30 ნოემბერს. 

„ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მეზობლებთან — ირანთან, რუსეთთან, თურქეთთან, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ პრობლემების მოგვარებაზე. რატომ დუმს ამერიკა იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს საქართველოში? იმიტომ, რომ ამერიკელებს ხელს არ აძლევს ამაზე საუბარი, ვინაიდან თავად არიან ამ ყველაფრის მონაწილეები. ამერიკული სპეცსამსახურები წარსულში, სააკაშვილის მმართველობისას, ჩრდილოკავკასიელებს დივერსიული და ტერორისტული აქტებისთვის და რუსეთში გადასასროლად ამზადებდნენ. ასე რომ, ამერიკა არ გადაჭრის ამ პრობლემას. ეს პრობლემა საქართველოს მთავრობამ უნდა აღმოფხვრას“, — განაცხადა აფხაიძემ. 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავად სახელმწიფო არ უთმობს ყურადღებას საქართველოს ისლამური საზოგადოების რელიგიურ განათლებას, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი სტრატეგია რელიგიური უმცირესობების მიმართ, — აღნიშნა აფხაიძემ. 

„სახელმწიფო არ გამოყოფს ფინანსებს ახალგაზრდა მუსლიმების განსასწავლად, რათა მათ მემარჯვენე შეხედულებები ჩამოუყალიბდეთ  და სწორი ისლამური განათლება მიიღონ. ყველაფერს უცხოური ფონდები, ორგანიზაციები აფინანსებენ, მათ შორის, არაბული ქვეყნებისა, რომლებიც რეალურად სალაფიტურ თემებს წარმოადგენენ.  სალაფიტებმა განდევნეს ტრადიციული ისლამი კავკასიიდან, განდევნეს ზომიერი სუნიტები და შემოიტანეს სალაფიზმი — რადიკალურად აღიარებული  სწავლება, და ახლა მის ფესვზე იბადება კიდევ უფრო რადიკალური მოვლენა — ვაჰაბიზმი“, — ხაზგასმით აღნიშნა აფხაიძემ. 

სახელმწიფომ დაუშვა ეს შეცდომა, როცა პრობლემა მიჩქმალა. ახლა საქართველოს ხელისუფლება სისტემურ მუშაობას უნდა შეუდგეს. 

„მათ უნდა დააფინანსონ ის ორგანიზაციები, რომლებიც მუსლიმებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება. უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდობა, რათა ვასწავლოთ მათ, მივცეთ უმაღლესი განათლება, რათა ახალგაზრდობა  დაკავდეს სპორტით, კულტურით, რათა ახალგაზრდებს შორის არ იყოს უმუშევრობა, რომ მერე ფინანსური კრიზისისა თუ სოციალური  ვითარების გამო, იოლად არ მოისყიდონ და არ წავიდნენ საომრად. ამ ახალგაზრდებიდან ბევრი არაფრით არ არის დაკავებული დ ამიტომ მათთვის ეს გარკვეული ჯამაგირია“, — აღნიშნა აფხაიძემ. 

 მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კომპლექსური სტრატეგია და მიდგომა, რამდენადაც რეგიონის სახელმწიფოები „ისლამური სახელმწიფოსგან“ (დაიში) მომდინარე საფრთხეს ცალცალკე ვერ გაუმკლავდებიან. 

„თბილისში უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც მოიზიდავს კოლეგებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და აგრეთვე იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც რეალურად ებრძვიან დაიშს. ეს, უპირველესად, რუსეთი და ირანია, რომელიც, რაღა თქმა უნდა, დაინტერესებულია ანტიშიიტური ორგანიზაციის განადგურებით“, — განაცხადა პაპავამ. 

 

„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტმა რევაზ გოგიძემ ქვეყნის ხელმძღვანელობისგან საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის ქსელის გამოვლენა და მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ქმედებების გატარება მოითხოვა. 

„ანტიფაშისტური კოალიცია მიართავს სახელმწიფო სტრუქტურებს, სახელმწიფოს ხელმძღვანელობას მოთხოვნით, რათა კონკრეტულად ჩატარდეს „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზაციათა ქსელების გამოვლენის ღონისძიებები, როგორც ტერორისტული ორგანიზაციისა, და მის წინააღმდეგ გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები. ეს ძალიან რთული ამოცანაა, ვინაიდან ცხელ გულზე ხელში არ უნდა მოგვყვნენ ის მუსლიმები, რომლებსაც ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, — განაცხადა  გოგიძემ. 

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოსთვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა. 3 წლის განმავლობაში ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამას გარდა, ისინი ცდილობენ განავრცონ საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა შეფასებებით, ისლამური სახელმიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50–დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0