ქართველი შემსრულებლების "ცვენა" უკრაინულ „Х-ფაქტორში“

© http://xfactor.stb.ua/უკრაინული პროექტი
უკრაინული პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფინალში მხოლოდ ხუთი მომღერალი მოხვდა, ქართველთა უპირატესობა უკრაინულ შოუში უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქართველი შემსრულებლების უპრეცედენტო შემოსევა პოპულარულ უკრაინულ მუსიკალურ პროექტ „Х-ფაქტორში“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აქამდე უკრაინულ ქასთინგებში ერთეულები იღებდნენ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში კი მათი რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ეს იყო ქართველი გმირის შვილი ქრისტინე მარტიაშვილი, „უკრაინის ხმები — 3“-ის ფინალისტის, ოთო ნემსაძის ძმა — ბესო ნემსაძე, გოგონების ტრიო "Sparkle",, ბათუმელის თათია კობალაძე, ქართველი ჰიპი ნათია თოდუა, ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჩიქოვანი, ცისფერთვალება სიმპათიური ანდრია გველესიანი და შოუს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები —16 წლის გიგი ადამიშვილი და 15 წლის ნინი ნუცუბიძე.

თათია კობალაძე
თათია კობალაძე - Sputnik საქართველო
თათია კობალაძე

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფინალში მხოლოდ ხუთი მომღერალი მოხვდა, ქართველთა უპირატესობა უკრაინულ შოუში უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა.

დათო კენჭიაშვილი - Sputnik საქართველო
მოსკოვში საქართველოს ყველაზე რომანტიული ქართველი მომღერლის კონცერტი გაიმართება

რა თქმა უნდა, ამ მოვლენის თანამდევი იყო ისიც, რომ ჟიურიში ეთნო-ჯაზის ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე იყო, რომელიც უკრაინული შოუს ჟიურიში გასული წლიდანაა. ქათამაძემ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავის მართლებაც მოუხდა. „ მოდით, ცალკე კატეგორია — „ქართველები“ შემოვიღოთ“, — ხუმრობით განაცხადა მან.

ხუმრობა ხუმრობად დარჩეს და „Х- ფაქტორის“ აუდიტორია გარკვეულწილად აღშფოთდა კიდეც. ინტერნეტ-სივრცეში შემდეგი სახის კომენტარები გამოჩნდა: „ეს ნახევრადქართული „Х- ფაქტორი“ ჩაფლავდება. ქართველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საზღვარიც ხო უნდა იცოდნენ!“, „მე უკვე სათვალავი ამერია, რამდენი არიან! ბოლობოლო ეს უკრაინული „Х- ფაქტორია“ თუ ქართული?“, „უკრაინული შოუა — ტალანტები კი რატომღაც ქართველები არიან“ და ა.შ.  

„სამართლიანობამ“ მოთხოვნად პროექტში პეოთხე პირდაპირ ეთერში იზეიმა, როდესაც სცენა ბოლო ორმა ქართველმა მონაწილემ დატოვა. მანამდე კი გავიგოთ, ვინ აყვნენ ქართველი მონაწილეები და რით შეძლეს უკრაინული „Х- ფაქტორის“ დაპყრობა. 

ქართველი „სტივი უანდერი კაბაში“

ნინო ნუცუბიძე — 15 წლის ქართველს შოუში თავიდანვე უწოდეს „სტივი უანდერი კაბაში“. მას „ოქროს ღილაკიც“ აუნთეს, რისი წყალობითაც ნინი პირდაპირ ფინალში მოხვდა.

ნინი ნუცუბიძე
ნინი ნუცუბიძე  - Sputnik საქართველო
ნინი ნუცუბიძე

საქართველოში გოგონა პროექტებით — „ ახალი ხმა“ და „ნიჭიერი“ — გახდა ცნობილი. უკრაინულმა შოუმ ნინის გამოცდილების შეძენის ახალი შანსი, საკუთარი ძალების გამოცდისა და ცნობილ მუსიკოსებთან მუშაობის შესაძლებლობა მისცა“, — ნათქვამია ქართველი შემსრულებლის შესახებ უკრაინული პროექტის ოფიციალურ გვერდზე. 

როგორც ცნობილია, მოკრძალებულ გოგონას უყვარს რეპის, დობსტეპისა და პოპ-მუსიკის მოსმენა, საყვარელ მომღერლად კი Lana Del Rey и Rihanna-ს თვლის. პრომო-რგოლებში ნინი ბევრს ყვებოდა თუ როგორ უყვარს ბურგერები, მშობლები და თავისუფალ დროს თხილამურებზე სრიალი, იღებს ვიდეოს და ყოველ დღე მუსიკით ცხოვრობს.

თეონა ყოლბაია - Sputnik საქართველო
ქართველმა მსჯავრდებულმა პროექტ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა

უკრაინულ „Х- ფაქტორზე“ ნინი ნინო ქათამაძის ჯგუფში მოხვდა. ამიტომაც კონკურსანტის სიმღერები იყო სოლიდური და მისის შესრულება პასუხისმგებლობით აღსავსე, რადგანაც ნინო ქათამაძე თანამემამულის მომდევნო ტურში გადაყვანას დაუმსახურებლად ვერ მოახერხებდა. თუმცა, ფინალის მოახლოებასთან ერთად, ჟიურის წევრების ნინისადმი უკმაყოფილება გაიზარდა.  

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ნინი ნუცუბიძემ მოახერხა მეოთხე პირდაპირ ეთერამდე გასვლა. და პროექტის დატოვება არა ჟიურიდან გამომდინარე მოხდა, არამედ აუდიტორიის ნაკლებად აქტიურობით, როდესაც ქართველმა შემსრულებელმა ხმების დიდი რაოდენობა ვერ მოიპოვა. ნინი ცნობილაძემ შოუ არა დამარცხებულმა, არამედ თავაწეულმა და გაბადრული სახით დატოვა. და ეს პატარა შემსრულებელი შოუს დაამახსოვრდება როგორც დიდი ტალანტის მქონე, უნიკალური ხმის პატრონი. შოუში მას ვუნდერკინდი უწოდეს.

ქართველი გმირის ქალიშვილი

თბილისელი 27 წლის ქრისტინე მარტიაშვილი, გარდა ხავერდოვანი ხმისა, უკრაინული „Х-ფაქტორის“ მაყურებელმა სულისშემძვრელი ოჯახური ისტორიითაც შეიყვარა. საქართველოს დედაქალაქში მისი მამის, გიორგი მარტიაშვილის სახელი პარკს ეწოდა. 1992 წელს გიორგი საქართველო-აფხაზეთის ომში წავიდა, საიდანაც არ დაბრუნებულა. ქრისტინეს მამა ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი და ბარაკ ობამა ჯგუფ Coldplay–ს ახალ ალბომში

აღსანიშნავია, რომ ქრისტინე სერგეი სოსედოვის ჯგუფში მოხვდა და სხვა ქართველი შემსრულებლებისგან განსხვავებით, მას გაუმართლა, რადგანაც სხვებზე დიდი დროით დარჩა პროექტში. ბოლო გამოსვლისას ქრისტინემ უკრაინული სიმღერა "На лінії вогню" შეასრულა. თუმცა, კომპოზიცია გოგონას სულთან იმდენად ახლოს იყო, რომ ემოციამ და განცდამ უკუეფექტი გამოიწვია. 

„სცენაზე გამოსვლის წინ პროფაილი უჩვენეს და ამ ისტორიას თავიდან მოვუსმინე. ძალზე რთული იყო. მე არ მსურდა ყველაფრის თავიდან მოსმენა, მაგრამ მისგან გაქცევაც შეუძლებელი იყო და სცენაზე გასვლამდე ავტირდი და სიმღერა აცრემლებული თვალებით დავიწყე. საერთო ჯამში ვღვლი, რომ ცუდი არ იყო და იმ დროს მე ვიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ“, — განაცხადა ქრისტინე მარტიაშვილმა. 

 

სპეციალური პრიზი „ოჰ!

როგორც ხუმრობით განაცხადა უკრაინული პროექტის ყველაზე მკაცრმა ჟიურიმ იგორ კონდრატიუკმა, ასეთი უპრეცედენტო ძლიერი და ლამაზი ქართული ხმები ცალკე პრიზს „ოჰ!“ მოითხოვდა. და ამ პრიზს თავისუფლად აიღებდა ქარიზმატული და თავბრუდამხვევი ენერგიის მფლობელი გოგონების ტრიო "Sparkle", რომელიც ანდრეი ხლივნიუკის ჯგუფში მოხვდა. 

უკრაინულ სცენაზე შეუმჩნეველი არ ყოფილა ქართველი შემსრულებელი ნათია თოდუა, რომელიც ჯენის ჯოპლინს შეადარეს, 16 წლის გიგი ადამიშვილი, რომელიც ბობ დილანის სტილში მღეროდა და ქართველი ექს-ფეხბურთელი და როკერი გიორგი ჩიქოვანი.

საბოლოოდ, უკრაინულ „Х-ფაქტორზე“ ქართველებმა ადგილები შემდეგნაირად გადაინაწილეს: ქრისტინე მარტიაშვილმა მე-8 ადგილი აიღო, ნინი ნუცუბიძემ — მე-9, მე-10 ადგილი ტრიო „Sparkle“-ს მიაკუთვნეს, მე-11 ადგილზე თათია კობალაძე, ხოლო მე-12 ადგილი ბესო ნემსაძემ დაიკავა.   

გოგონათა ტრიო Sparkle
გოგონათა ტრიო Sparkle - Sputnik საქართველო
გოგონათა ტრიო Sparkle

 


ყველა ახალი ამბავი
0