საქართველოს დელეგაცია ელდარ რიაზანოვს გამოეთხოვა

© photo: Sputnik / Евгений Одиноков / გადასვლა მედიაბანკშიგამოთხოვება ელდარ რიაზანოვთან
გამოთხოვება ელდარ რიაზანოვთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დელეგაციას გამოსათხოვარ ცერემონიაზე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა, რომელსაც ელდარ რიაზანოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია ლეგენდარულ რუს და საბჭოთა კინორეჟისორს ელდარ რიაზანოვს გამოეთხოვა, იტყობინება თბილისის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „რუსკი კლუბ“ ხუთშაბათს, 3 დეკემბერს. 

რეჟისორი ელდარ რიაზანოვი 3 დეკემბერს მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი საფლავი ცნობილი საბჭოთა დიქტორის იური ლევიტანის განსასვენებლის გვერდითაა. 

ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაია: რიაზანოვის ფილმები — ეს ადამიანისადმი ოდაა

საქართველოს დელეგაციას გამოსათხოვარ ცერემონიაზე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა, რომელსაც ელდარ რიაზანოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. 

უდიდეს კინორეჟისორთან გამოსათხოვებლად ასევე ჩავიდნენ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე, კინომცოდნე ნელი შენგელაია, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი და ამავე თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. 

ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
ქეთი დოლიძე: რიაზანოვი რუსული კინოს სინდისი და საქართველოს მეგობარი იყო

ქართულ ჩოხაში ჩაცმულმა ვაჟებმა, ქართული დროშის ფორმის გვირგვინით შეამკეს რეჟისორის განსასვენებელი. 

„საქართველო ყველასთან ერთად გლოვობს საყვარელ რეჟისორს“,  - ნათქვამია „რუსკი კლუბი“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსი რეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საბჭოთა და რუსული კინემატოგრაფის კლასიკოსი ელდარ რიაზანოვი მოსკოვში 30 ნოემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


ყველა ახალი ამბავი
0