ელდარ შენგელაია: რიაზანოვის ფილმები — ეს ადამიანისადმი ოდაა

© photo: Sputnik / Сергей Иванов / გადასვლა მედიაბანკშიელდარ რიაზანოვი
ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუს რეჟისორზე საუბრისას შენგელაიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვინც მის 80 წლის იუბილეს გამოეხმაურა და ქართველი კოლეგისთვის შემოქმედებითი საღამო მოაწყო, რიაზანოვი იყო.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. „შესანიშნავი რეჟისორი, ვისი უკვდავი ფილმებიც ადამიანებისადმი მიძღვნილი ოდაა“  — ასე უწოდა  ელდარ რიაზანოვს ქართველმა ცნობილმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას. 

რუსი რეჟისორი, სცენარისტი, სსრკ–ის სახალხო არტისტი, საბჭოთა და რუსული კინემატოგრაფის კლასიკოსი ელდარ რიაზანოვი 30 ნოემბერს მოსკოვში, 89 წლისა გარდაიცვალა.

„ის დიდი რეჟისორი იყო. მისი ფილმები, რომლებიც აღსავსეა სიყვარულით და თითქმის ყველა ფილმი იუმორით არის გაკეთებული, უკვდავია. რიაზანოვის კინო — ეს ოდაა ადამიანისადმი. თავადაც შესანიშნავი პიროვნება იყო, ძალზე გულისხმიერი“, — თქვა ელდარ შენგელაიამ.

ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
ქეთი დოლიძე: რიაზანოვი რუსული კინოს სინდისი და საქართველოს მეგობარი იყო

რუს რეჟისორზე საუბრისას შენგელაიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვინც მის 80 წლის იუბილეს გამოეხმაურა და ქართველი კოლეგისთვის შემოქმედებითი საღამო მოაწყო, რიაზანოვი იყო. 

„რიაზანოვმა ჩემთვის შესანიშნავი საღამო მოაწყო. და ეს საჩუქარი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იყო საქართველოს, მისი კულტურის, მისი კინემატოგრაფისადმი სიყვარულის საღამო“, — აღნიშნა რეჟისორმა.

ელდარ შენგელაიას თქმით, ის ძალზე განიცდის რიაზანოვის გარდაცვალებას, რადაგან მათ მრავალწლიანი და მტკიცე მეგობრობა აკავშირებდათ.

„ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით, როცა „მოსფილმში“ ვმუშაობდი. მერე დავმეგობრდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ასე რომ, ჩვენთვის ეს დიდი დანაკარგია“, — განაცხადა შენგელაიამ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0