ობამა: ISIS აშშ-სათვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს

გამოწერა
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ გაიმარჯვონ, თუ მათი შეეშინდებათ.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) აშშ-სათვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

„ისლამური სახელმწიფო ჩვენთვის  სასიცოცხლო საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს სახიფათო ორგანიზაციაა, როგორიც იყო „ალ-კაიდა“. მაგრამ ჩვენ ჩვენს ტავდაცვას ისე ვაძლიერებთ, როგარც არასდროს მანამდე“, — უთხრა მან ტელეკომპანია CBS-ს.

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა: ISIS–ზე გამარჯვებისთვის სირიაში ვითარების პოლიტიკური მოგვარებაა აუცილებელი

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ გაიმარჯვონ, თუ მათი შეეშინდებათ.  „არა ერთხელ მითქვამს, ISIS გაიმარჯვებს იმ სემთხვევაში, თუ ჩვენ შიშით ვუპასუხებთ, და ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლას დავიწყებთ, ჩვენი ფასეულობების რღვევას“, — აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ამასთან ობამამ აღიარა, რომ „საფრთხე რეალურია და ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობამ ბევრი ტერაქტი აიცილა თავიდან. 

პრეზიდენტი შეეცადა დაემშვიდებინა თანამემამულენი შობის წინ. „ამერიკელები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ტავის დაცვა შეგვიძლია და გარანტია უნდა გვქონდეს, რომ კარგი სადღესასწაულო სეზონი გვექნება“, — აღნიშნა მან. 

ობამამ ისის–თან ბრძოლაში აშშ–ის და რუსეთის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
ობამამ "ისის–თან" ბრძოლაში აშშ–ის და რუსეთის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა

ყველა ახალი ამბავი
0