ობამამ "ისის–თან" ბრძოლაში აშშ–ის და რუსეთის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა

გამოწერა

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მანილაში აზია–წყნარიოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დაასახელა პირობები, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთან" მიმართებაში ქმედებების კოორდინაციის მეტ საშუალებას მისცემს.

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მანილაში აზია–წყნარიოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს სირიის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პარტნიორად განიხილავს.

"თუ ჩვენ რუსეთთან პროცესის უკეთესი გაგება გვექნება, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომს ბოლოს მოუღებს, ეს, ნათელია, "ისის–თან" მიმართებაში კოორდინაციის მეტ საშუალებას მოგვცემს", – განაცხადა მან.

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი კვლავ სხვადასხვა აზრზე იმყოფებიან იმასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს თუ არა სირიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ბაშარ ასადის ქვეყნის სათავეში დატოვებას.

აზია–წყნარიოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Asia-Pacific Economic Cooperation Forum) – სახელმწიფოთაშორისი ფორუმი, რომელიც ეკონომიკური ზრდის, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და აზია–წყნარიოკეანის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობისათვის შეიქმნა.

სამიტის პლენარული სხდომები მიეძღვნა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებს, ასევე დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს. შეხვედრის შეჯამებისას მიიღება აზია–წყნარიოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ეკონომიკის ლიდერების დეკლარაცია, რომელიც აზია–წყნარიოკეანის რეგიონში თანამშრომლობის მომდევნო განვითარების შეთანხმებულ მიდგომებს გამოხატავს.

ყველა ახალი ამბავი
0