თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი მოუწოდებს თურქეთს დაუშვას წვდომა ობიექტებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობბიზნესის ცენტრებია, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.
„დარწმუნებული ვარ ეხლა გაჩნდება კამათი იმაზე, რომ რაც ეხლა ნახეთ — ფალსიფიკაციაა. კარგით, თუ ეს არაფერი არ არის, მაშინ დაგვიშვან იმ ადგილებში, რომელიც ჩვენ დღეს ჟურნალისტებს ვაჩვენეთ“, - განაცხადა ანტონოვმა ჟურნალისტებისათვის თურქეთის „ISIS“-ის ნავთობბიზნესთან კავშირის დამამტკიცებელი თანამგზავრული მონაცემებისა და ფოტოების დემონსტრირებისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ნაწილი წარმოადგინა ინფორმაციისა „თურქული ელიტის საშინელ დანაშაულებზე, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ საერთაშორისო ტერორიზმს".